ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა რუსთავი 2-ის მფლობელობის თაობაზე მიმდინარე დავის გამო განვითარებულ მოვლენებთან და პლურალისტურ მედიაგარემოზე მის გავლენასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა.
ანგარიშის თანახმად, აგვოსტოს თვეში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, რუსთავი 2-ს მნიშვნელოვანი ფინანასური და მატერიალურ-ტექნიკური შეზღუდვები აქვს.
„თუ უახლოეს მომავალში არ გაუქმდება, სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების სერიოზულ შეზღუდვას გამოიწვევს. მე ასევე მივმართე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსასნ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლოს წარმოებაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს“ - აცხადებს მიატოვიჩი.
მისივე თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მომალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პლურალისტური მედიაგარემოს კუთხით.
„დემოკრატია მოითხოვს, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსთან წვდომა"- დასძინა მიატოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






