სტატიაში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის შესაძლო დახურვის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა, შეშფოთება გამოთქვა ეუთომაც.
გამოცემა იტყიბინება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე სატელევიზიო სადურმა პოპულარული თოქ-შოუები დახურა.
“მთავრობამ გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 იმ ადამიანის საშუალებით, რომელიც მისი კონტორლის ქვეშ არის, რაც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის დახურვის ტოლფასია“ - განუცხადა რუსთავი 2-ის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა AFP-ს - “ეს დაასრულებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას” - დასძინა მან.
გამოცემა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც უსვამს ხაზს.
„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დაძაბულობის საფრთხე დიდია და სასამართლოს მოუწოდა, არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება“ - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ს მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის გაჟღერებაში ბრალს სდებს.
გამოცემა, გასულ წელს რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მფლობელის ეროსი კიწმარიშვლის გარდაცვალებაზეც საუბრობს.
„ გასულ წელს, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და მფლობელი, ეროსი კიწმარიშვლი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ხელისუფლება მას დაბრკოლებად აღიქვამდა, რადგან არხზე კონტროლის დაბრუნება სურდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული“ - აღნიშნულია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






