„საქართველის პრეზიდენტი რუსთავი 2-ის საქმის ფონზე სიმშვიდისკენ მოუწოდებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მოდავე, ქიბარ ხალვაში, 10 წლის წინ მცირე პერიოდით იყო არხის მეპატრონე, ახლა კი მფლობელებისგან 7.8 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საშუალებით კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს.
„ქიბარ ხალვში უარყოფს, რომ ტელეკომპანიის დახურვა სურს, თუმცა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ რუსთავი 2 ყოფილი პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშილის გავლენის ქვეშ იმყოფება და პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც უსვამს ხაზს.
„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დაძაბულობის საფრთხე დიდია და სასამართლოს მოუწოდა, არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება“ - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






