ამის შესახებ ინფორმაცია, The Perfect Miss-ის ფეისბუქისა და Roadtomissunivese-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდებზე ვრცელდება.
"დიდი სიახლე!
ის დაბრუნდა! სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც მას გასულ წელს გულშემატკივრობდით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, "მის სამყაროს" ტიტულისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა. ამჯერად კი, თავის სამშობლოს ლას-ვეგასში წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ის მზად არის და საქართველოს ასახელებს. ჯანეტ ქერდიყოშვილი - მის საქართველო მის სამყარო 2015-ზე" - წერს The Perfect Miss-ი.
"მის სამყაროზე" მონაწილეობის დამდასტურებელი ფოტო ჯენეტ ქერდიყოშვილმა ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.
ქართველ მოდელს კონკურსში მონაწილეობა 2013 წელსაც უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კონკურსზე გამგზავრება ვერ შეძლო.
"მის სამყარო 2015" -ის კონკურსი ლას-ვეგასში, 2015 წლის 20 დეკემბერს გაიმართება.








მასალის გამოყენების პირობები






