გადაწყვიტილების ერთ-ერთ მიზეზად კი წარმატებული საარჩევნო კამპანიისთვის არასაკმარისი დრო დაასახელა.
ჯო ბაიდენს არჩევნებში მონაწილეობისკენ მისი მხარდამჭერები აქტიურად მოუწოდებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი კანდიდატის რაც ჰილარი კლინტონის რეიტინგი დაეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე კანდიდატი არ ვიქნები, გაჩუმებას არ ვაპირებ. მე ვილაპარაკებ აშკარად და ნათლად, რათა ჩვენმა პარტიამ ღირსეული საქმიანობა განაგრძოს. ჩემი ოჯახი მზად იყო კამპანიისთვის, თუმცა დრო ჩემს წინააღმდეგ მუშაობს“ - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, მაისში ჯო ბაიდენის შვილი, ბო ბაიდენი კიბოთი გსარდაიცვალა. უმცროსი ბაიდენი დელავერის გუბარნატორობისთვის ბრძოლას გეგმავდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდეენტის გადაწყვეტილებას „თვითერზე“ ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა და მარ „კარგი მეგობარი და დიდი კაცი“ უწოდა. რაც შეეხება, რესპუბლიკელების კიდევ ერთ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. მისი თქმით, პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა ჰილარი კლინტონთან ურჩევნია.
მასალის გამოყენების პირობები






