გიგი უგულავა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ეხმაურება
საზოგადოება - 14:56, 13 Mar, 2013     510

 


ამის შესახებ გიგი უგულავამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა:

 

"ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი და გაუგონარი გადაწყვეტილებაა, აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმება. გაუგებარია შინაარსიც, გაუგებარია ფორმაც, რატომ მოხდა ეს დილის ხუთ საათზე. თვითონ ის ფაქტი როგორც ეს გაფორმდა მეტყველებს, რომ აქ მართლაც რაღაც პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი.

 

სიმართლე გითხრათ, პირველი რაც მე გამახსენდა არის გამოთქმა, "მტერი მტერსა ვერას ავნებს, კაცი თავს თითონ რომ ივნებს". გაუგებარია რა ლოგიკას ეფუძნება, რაში ჭირდება მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების მიღება. რატო იქმნის დამატებით პრობლემებს, რატომ აყენებს სტუდენტებს სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში და ისედაც ბევრი პრობლემის მქონე ქვეყანაში დამატებით ხელოვნურად რატომ ვქმნით პრობლემებს.

 

მე გამახსენდა 2004 წელი, როდესაც ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებაზე ვსაუბრობდით და შემოვიღეთ, ამაზე საზოგადოება მთლიანად დღეს უკვე შეთანხმებულია, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა და გააჯანსაღა გარემო უმაღლესი განათლების სისტემაში, აღმოფხვრა კორუფცია და დასაბამი დაუდო ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას განათლების სისტემაში.

 

მაშინაც იყო სტუდენტების ჯგუფი, სამედიცინო კოლეჯის თუ არ ვცდები, რომელთაც ფული ჰქონდათ გადახდილი კოლეჯისთვის და ამიტომ ითხოვდნენ პრივილეგიას და არ უნდოდათ ჩაებარებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდები , იყო მწვავე გამოსვლები, მაგრამ ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ნდობის რესურსი რაც მათავრობას ჰქონდა დაეხარჯა იმ რეფორმებისთვის, რომელმაც რეალურად დღეს ხელშესახები სიკეთე მოგვიტანა.

 

ამიტომ მე მართლა გულწრფელად ვისურვებდი, რომ ის მხარდაჭერა თუ რეიტინგი, რომელიც ხშირად შეიძლება თავბრუდამხვევი იყოს და ისეთი სუსულელე გაგაკეთებინოს რა გადაწყვეტილებაც ორი დღის წინ განათლების სამინისტრომ მიიღო, დახარჯოს რეფორმებისთვის და არა უკვე მიღწეული, გაუმჯობესებული, მართლაც ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ზოგადად მხარდაჭერა სასურველია მთავრობამ გამოიყენოს რეფორმების გაგრძელებისთვის, სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და არა არსებული, უკვე მიღწეული შედეგების დასანგრევად.

 

მე გიორგი მარგველაშვილს, დღევანდელ მინისტრს კარგად ვიცნობ. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, ერთ სკოლაში, ერთ უნივერსიტეტში და ერთ ფაკულტეტზე, ვსწავლობდით. მე მინდა მას გულწრფელად ვკითხო, მაშინ როდესაც ის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასეთ შემთხვევაში ის იჯდებოდა განათლების სამინისტროს შენობაში, თუ დადგებოდა სტუდენტების გვრდზე შენობის გარეთ. მე ვიცი, რომ ის დღეს ამაზე პასუხს არ გასცემს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავის თავში, რომ ჩაიხედავს, გაიხსენებს ბევრ რამეს და თავის თავთან მაინც გამოტყდება, რომ ის იდგებოდა გარეთ სტუდენტების გვერდზე, იმიტომ რომ, დღეს ის სტუდენტები არიან მართლები და მათ ჩაგრავთ სისტემა", - ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42