ანდრო ხეთერელი: ,,აგრარული გუშინ’’
პოზიცია - 14:42, 13 Mar, 2013     5529

 

მინდა ჩემი სტუდენტობის პერიოდის აგრარულ უნივერსიტეტზე მოვყვე.


როგორც ცნობილია, იმისათვის რომ ადამიანმა ხარისხიანი განათლება მიიღოს, საჭიროა ჩააბაროს უნივერსიტეტში, სადაც როგორც მინიმუმ არსებობს საკუთარი პროფესიის მცოდნე ადამიანური რესურსი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა.

ადამიანური რესურსი


ჩემი სტუდენტობის პერიოდში იქ მომუშავე მასწავლებლები შემიძლია დავყო რამდენიმე კატეგორიად:

მასწავლებლები, რომლებიც ფულს არ იღებდნენ არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ცოდნა: გვასწავლიდნენ, გვაწვალებდნენ, თავში ჩაგვიტენიდნენ და ისე გვიწერდნენ ნიშანს;
მასწავლებლები, რომლებიც ნიშანში ფულს იღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი ვიცოდით, სრულიად არაფერი და არც გვინდოდა რამე გვესწავლა;
მასწავლებლები, რომლებიც ფულს იღებდნენ ნებისმიერ შემთხვევაში.


ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, საჭიროა განვმარტო თუ რას ვგულისხმობ ფულის აღებაში. ფულის აღებაში იგულისხმება ძირითადად სამი რამ:


პირდაპირ ქეშის გადახდა;
გადახდა ნატურით;
მასწავლებლის მიერ შექმნილი პროდუქტების, ამ შემთხვევაში წიგნების ყიდვა, ცხადია, ნიშნის მიღების მიზნით.


პირდაპირ ქეშის გადახდა გასაგებია რასაც ნიშნავს. რაოდენობა მერყეობდა 5-დან 50 ლარამდე. (თუმცა მე ერთ-ერთ 5 ლარიან პედაგოგს 3 ლარი მივეცი - ახლა მეტი არ მაქვს და დანარჩენს ამ დღეებში მოგაწვდითთქო) პროცესუალურად ეს, ძირითადად, შემდეგი სახით ხდებოდა: ლექტორი ირჩევდა კურსზე ყველაზე მოხერხებულ და დაუზარელ სტუდენტს, რომელიც კრეფდა ფულს, ადგენდა სიას და ამ სიის მიხედვით იწერებოდა ნიშნებიც.


ნატურით გადახდა გულისხმობდა სხვადასხვა პროდუქციის ჩუქებას, ნიშნის დაწერის სანაცვლოდ. აი, მაგალითად, შედიხართ გამოცდაზე და გაგნებაში არ ხართ არაფრის.


-არ ისწავლე ხო? - გეკითხებათ ლექტორი.
- არა პატივცემულო, სოფელში ვიყავი, საქმეები მქონდა და ვერ მოვიცალე... იქნებ, სამიანი მაინც დამიწეროთ...
-სოფელში იყავი? მერე? სწავლა დაგეზარა და ერთი 20 ლიტრიანი ღვინის წამოღებაც დაგეზარა?


ამის შემდეგ სტუდენტს მოჰქონდა ღვინო, ლექტორი წერდა ნიშანს. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესით რომელიმე მხარე უკმაყოფილო რჩებოდა. ღვინო პირობითად ვახსენე. მაგალითად, მე და ჩემმა მეგობარმა ერთ საგანში ნიშანი მივიღეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არაყი, ძეხვი და პური წავიღეთ და ლექტორთან ერთად დავლიეთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის საგანი არ ვისწავლეთ, არ ვისწავლეთ იმიტომ, რომ ვიცოდით ნიშნის მიღების მარტივი და იაფი საშუალება.


წიგნების ყიდვა იყო ყველაზე ცუდი პროცესი, რადგან ისინი ვინც წიგნებს ყიდდნენ, როგორც წესი, მთლად პირდაპირ არ გვეუბნებოდნენ, რომ წიგნი უნდა გვეყიდა, სპეციალურად გვჭრიდნენ, ფსიქოლოგიურად მივყავდით ამ კონდიციამდე და საბოლოოდ ასეთ "რკინის" ლოგიკას გვთავაზობდნენ: "არ იცი? მაშინ ჩემი წიგნი იყიდე, სადაც ეს ყველაფერი წერია. მეტი რა გიყო? რით დაგეხმარო რომ ისწავლო?". ერთი ლექტორი მახსოვს, როდესაც წიგნის საყიდლად ფული შევუტანე, თაროზე მიმითითა და მითხრა: "ფული იქ დადე შვილო, შენი თანდასწრებით მე მაგ ფულს ხელს როგორ მოვკიდებო!"



ინფრასტრუქტურა


აყრილი პარკეტი, გაყინული აუდიტორიები, პაპაჩემის დროინდელი მერხები და სკამები, სადაც წააწყდებოდით 1978 წელს კურსდამთავრებული სტუდენტების მინაწერებს და ლექსებს, გაბზარული და ძველი დაფები, რომლებზეც სიძველისაგან ცარცი აღარ იშლებოდა, თუ ჩვარს არ დავასველებდით, ლაბორატორიები არ ვიცი სად იყო, შეიძლება იყო და მე მიმალავდნენ მთელი 6 წლის განმავლობაში. აი, ეს იყო აგრარულის "ინფრასტრუქტურა", რომელიც აგრარული უნივერსიტეტიდან გაშვებულ ლექტორთა ერთი ნაწილის მტკიცებით ახალმა მმართველმა გუნდმა "დაანგრია" და მის მაგივრად უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა.

ჩვეულებრივი ადამიანისათვის ერთი შეხედვით შესაძლოა გაუგებარი იყოს ასეთი უტიფარი მტკიცება და "არგუმენტები", მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საკმარისია წარმოვიდგინოთ მათი განწყობები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ეს ხომ ის ხალხია, რომელთათვისაც იმ სანაგვეში ჯდომა იყო მათი ბუნებრივი მდგომარეობა, იქ გრძნობდნენ ყველაზე კარგად თავს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იყო მათთვის მხოლოდ სამსახური, ეს იყო სამემკვიდრო მამულივით მათი "საკუთრება". ახლა ეს გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ და რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ არსებობს.

გაუგონარი ამბავი მოხდა მათ ცხოვრებაში, ნამდვილი აპოკალიფსი. ეს არის მათი მოქმედების ერთადერთი ახსნა. ამიტომ უჩივლეს საკუთარ უნივერსიტეტს, რომელიც რომ ჰითხოთ ძალიან უყვართ, რადგან მას შეალიეს მთელი ცხოვრება.

სინამდვილეში უნივერსიტეტი კი არა, ამ ადამიანებს ის გარემო უყვარდათ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობდნენ, სადაც რაღაცას წარმოადგენდნენ, გააჩნდათ განცდა, რომ საჭირო ხალხი იყვნენ. გაქრა ის გარემო და გაქრა მათი სიყვარულის საგანიც.

 

ამიტომ, ყველაზე მეტად, მე, სტუდენტებს თანავუგრძნობ - ახლანდელსაც და მომავალსაც, რადგან ჩემი აზრით გაჩნდა საფრთხე, რომ ის გარემო დაბრუნდეს აგრარულში: მლიქვნელობის, უსამართლობის, უცოდინრობისა და უტიფრობის გარემო..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42