ამდენი ხანი ეთერში მხოლოდ „სანტა ბარბარა“ მახსოვს - დაბრუნდება თუ არა ზუზუ "ჩცდ"-ში
ეს საინტერესოა - 14:20, 21 Oct, 2015     3945
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი არის ის ადამიანი, რომლის შესახებ სულ საუბრობენ და ყოვეთვის რაღაც სკანდალურს ეძებენ. თუმცა თავად ზუზუ თავს სკანდალურ ადამიანად არ თვლის და ამ სახით პიარის გაკეთება არასდროს უცდია. მართალია მას არა ერთი სახე აქვს შექმნილი ქართულ და არაქართულ სერიალებსა თუ ფილმებში, მაგრამ მაყურებელი მაინც „ჩემი ცოლის დაქალებს“ გამოარჩევს. სერიალიდან გამომდინარე მას ბავშვობის ქმარსაც კი ეძახიან. იქნება თუ არა ის სერიალის ახალ სეზონში, ამის გასარკვევად დავუკავშირდით და „ნიუპოსტის“ რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

- ზუზუ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში თუ გიხილავს მაყურებელი?

- ხო აი ვზივარ და დღე და ღამე ველოდები, ვიქნები თუ არა. სიამოვნებით ვიქნები ყველგან სადაც საინტერესოდ შემიყვანენ, მათ შორის „ცოლის დაქალებშიც“. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეც და მათაც ამოვწურეთ ერთმანეთი. დავძენ, რომ მაგრები არიან და წარმატებას ვუსურვებ. მე სხვა ნაბიჯებს ვდგამ და მინდა ნაყოფიერად ვიმუშაო საკუთარი თავისთვის.

- სიახლეა რამე?

- კიევში ვიყავი, ასევე მოსკოვიდან მაქვს შემოტავაზება სინჯებზე. ვნახოთ რა გამოვა, ჯერ ველოდები შედეგს. არ არის კარგი წინასწარ ლაპარაკიო ამბობენ და მეც ასე ვფქრობ.

- მართალია მიგაჩნია რომ შენ და „ცოლის დაქალებმა“ ერთმანეთი ამოწურეთ, მაგრამ რომ დაგიძახონ ახალ სეზონში, უარს იტყვი მონაწილეობაზე?

- რატომ ვიტყვი უარს, სტომატოლოგობა კი არ დამიწყია, მსახიობი ვარ. მივალ, რა თქმა უნდა, თუ ვიქნები თბილისში, ან საერთოდ ცოცხალი. ისე ამდენი ხანი ეთერში მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალები“ და „სანტა ბარბარა“ მახსოვს.

- ბოლო დროს ამღერდი, რაც შენს გულშემატკივარს ძალიან მოეწონა.

- გაგიკვირდება და ჩემი ამღერება რატომღაც ახლა შეამჩნიეს. რამდენიმე სიმღერა ადრეც მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ალბათ ეს ან ძალიან მოეწონათ, ან პირიქით, ძალიან არ მოეწონათ და ამიტომ ალაპარაკდნენ ჩემს ამღერებაზე. სიმღერა მე პირადად ძალიან მიყვარს. ვისაც მოეწონა მადლობა, ვისაც არა, ბოდიში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ჩემს პირადში სულ რაღაც ხდება. ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, რასაც ყველას ვუსურვებ.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42