ბაშარ ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
მსოფლიო - 11:19, 21 Oct, 2015     1400
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამშაბათს მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იტყობინება.

"გუშინ საღამოს, მოსკოვს სამუშაო ვიზიტით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეწვია. მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიწრო და გაფართოვებულ ფორმატში გაიმართა“ - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.

"მსჯელობის საკითხები ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას შეეხო. პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სირიაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების საკითხები“ - აღნიშნა პესკოვმა.
გამოცემის თანახმად, პესკოვს არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა საუბარი ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ მომავალზე.

ამავდროულად, კრემლის ოფიციალურ საიტზე, ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, სირია "საერთაშორისო ტერორიზმს" მარტო ებრძვის და სერიოზულ დანაკარგს განიცდის, თუმცა ბოლო პერიოდში, რუსეთის დახმარებით ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მიაღწია. პუტინის თქმით, სიტუაცია პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს და რუსეთი მზად არის პოლიტიკურ პროცესში საკუთარი წვლილი, სხვა ქვეყნებთან ერთად შეიტანოს. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა პუტინს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42