ამის შესახებ ინფორმაცის „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, არიან დაშავებულებიც.
სირიისა და რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
წინასწარი ინფორმაციით, ჯარისკაციები სირიის ოპოზიციის კონტრშეტავს ემსხვერპლნენ. თუკი ინფორმაცია დადასტურდა, ეს რუსი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი ფაქტი იქნება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ავიაიერიშების დაწყებიდან, რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დააღვია. ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვს ახნსა-განმარტება მოსთხოვა, პასუხად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარის საჰაერო სივრცის დარღვევა, უამინდობი გამო , შემთხვევით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






