გამოცემის თანახმად, ცხედარი გიორგძის ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ მოხდა. გამოძიების წინასწარი ვარაუდით, გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სავარაუდოდ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პირი მეგობრობდა. კონფლიქტი კი იმის გამო მოხდა, რომ ქართველ ბიზნესმენს ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო შეკვეთებს აღარ აძლევდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, გიორგაძეს კრასნოგორსკის რაიონში სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძის მძღოლის, შოთა ელიზბარაშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა და ჩვენება მისცა. ელიზბარაშვილის ადვოკატმა სამართალდამცავებს დაურეკა და აცნობა, რომ მის კლიენტს საკუთარი ნებით საგამოძიებო ორგანოში მისვლა სურდა. მძღოლის თქმით, მკვლელობის მომენტში ის გიორგაძის გვერდით იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილის დატოვების შემდეგ კი, გიორგაძემ გზაში "შემთხვევით" გამვლელიც მოკლა, რამაც მძღოლი ძალიან შეაშინა და პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა.
სამართალდამცავები ბიზნესმენს ამ დრომდე ეძებენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამირან გიორგის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 1 მილიონი რუბლი დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები






