ადამიანების 10 ყველაზე სამარცხვინო კატეგორია
ეს საინტერესოა - 10:56, 20 Oct, 2015     4815
ბლოგერი გურამ შეროზია ადამიანების 10 კატეგორიის შესახებ წერს, რომელიც მისი აზრით ყველაზე სამარცხვინოა და მათ მიმართ პოზიტიურად ვერასდროს განეწყობა:

1. საბერძნეთში, იტალიაში წლობით სამუშაოდ გაშვებული ცოლების და დედების, ტელევიზორთან პულტით წამოწოლილი, მუქთახორა ქმრები და შვილები, აქეთ რომ უჩნდებათ პრეტენზიები, როცა თანხის გადმორიცხვას უგვიანებენ. პარალელურად, მუშაობა რომ ეთაკილებათ და კიდევ უფრო რომ უგრძელებენ ემიგრანტობის წლებს ამ ქალებს;

2. ფანატიკოსები, რომლებიც სასულიერო პირის მიერ წარმოთქმულ ყველა ფრაზას, სწორს თუ არასწორს – ბრმად რომ იზიარებენ, მღვდელმა დედა რომ გვაგინოს და ამაზეც რომ იტყვიან, „ალბათ ასე იყო საჭირო, მცირერიცხოვანი ერის გამრავლებაზე ზრუნავენო“. “ხბოს თავზე გამოსახულ ჯვრებსაც” მადლიანი კომენტარებით რომ აზიარებენ, ა.შ.

3. ვერ რეალიზებული “ვაჟკაცები” – სამსახურში, ბირჟაზე, სამეგობროში დაჩაგრულები, სახლში მისულები ქალებზე და ბავშვებზე რომ იყრიან ჯავრს და გინებით თუ ცემა-ტყეპით წართმეულ მამაკაცობას რომ იბრუნებენ. პარალელურად, საძმოში, მანდილოსნების სადღეგრძელოს სკამზე შემდგარები რომ სვამენ ყანწით ხელში და სინდისი საერთოდ რომ არ აწუხებთ.

4. ყოფილი, მთელი ერის დამვაჟკაცებელი ქალები, ბოლოს რომ თხოვდებიან და მომენტალურად მორალისტები რომ ხდებიან, გარყვნილებას რომ გმობენ, სხვების ცხოვრებას განიხილავენ და თავზე ლამის ჩადრ მოხვეულები წმინდანებად რომ გვევლინებიან.

5. ქალების დამცველი ბაბულიკები – დედის ღირსებას კბილებით რომ იცავენ და ამ დაცვას რეფრენად სიტყვიერი ინცესტი რომ გასდევს (ჩემიდედამოვტყან), მაგალითად: „დედაჩემს წესიერად ელაპარაკე ჩემიდედაშევეცი“ და ამაყი დედაც გვერდით რომ უდგას ვაჟკაც შვილს და ბედნიერებისგან თვალები რომ უბრწყინავს;

6 . გეი ჰომოფობები, დღე და ღამე გეების გინებაში რომ არიან, ადამიანებადაც რომ არ თვლიან და/ან რელიგიის სახელით გმობენ და პარალელურად ყველა სიმპატიურ ბიჭზე დორბლი რომ მოსდით.

7. სექსს დახამებული და უარის შემდეგ გაბოროტებული „ჰორნი“ ტიპები, ყველა უცხოელი ქალი ბოზი რომ ჰგონიათ, ქალებს, ვისთანაც სექსი აქვთ „ნაშა“ და „პასტაიანკათი“ მოიხსენიებენ და ცოლთან მხოლოდ „ყველი და პურის პოზაში“ რომ აქვთ სექსი (ქალი ქვემოდან, კაცი ზემოდან). ქალებიც აქვე, ყველა კაცი, ვინც სექსზე უარს ეტყვის – იმპოტენტი, ვაჟიშვილი, გეი და ა.შ. რომ ჰგონიათ.

8. ყოფილი ქმრები, კიდევ სამ ცოლს თუ საყვარელს რომ მოიცვლიან და პარალელურად ყოფილ ცოლს რომ დარაჯობენ, შვილის დედამ რამე არ იკადროს. შვილის მამა კაცია და არა უშავს, მხოლოდ დედამ უნდა მისცეს კარგი მაგალითი. რა იგულისხმება კარგ მაგალითში ეს კიდევ საკითხავია;

9. უტვინო დედიკოს ბიჭები, ხუთი ცოლი რომ ჰყავს და თითოეული დედის მოყვანილ-გაშვებული რომ არის, ან კიდევ, მემკვიდრეობით რომ ერგოთ ქონება, ბინა, მანქანა და ზემოდან რომ უყურებენ ხალხს, ვინც დღე და ღამე შრომობენ და მათ მონებად აღიქვამენ;

10. მედროვეები – მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე რომ გემეგობრებიან, ოდესღაც მოქკავშირელები რომ იყვნენ, მერე ნაცები რომ გახდნენ, მერე ქოცები და ახლაც რომ ელიან შედეგებს, რომელი მხარე დაიჭირონ. სამსახურშიც ყველას რომ გადაუვლიან, ოღონდ უფროსს „შეუძვრნენ“ და კომპლექსიანი და ვერ რეალიზებული უფროსის შემთხვევაში, ეს მეთოდი კარგად რომ მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42