,,თსუ""-ს სტუდენტები მიიჩნევენ, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს უსამართლოდ ერთმევათ სწავლის უფლება.
გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტისა, მსგავსი მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ,,თავისუფალ უნივსერსიტეტსა" და ,,ტექნიკურ უნივერსიტეტში".
სტუდენტთა განწყობა იქაც მსგავსია და აპირებენ, რომ განათლების სამინისტროსთან შეუერთდნენ სტუდენტთა საპროტესტო აქციას, სადაც საკუთარ პროტესტს დააფიქსირებენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს.
,,ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას აგრარულ უნივერსიტეტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება და სტუდენტებს სრულიად უსამართოდ წაართევს სწავლის გაგრძელების უფლება. ამიტომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით და შევუერთდებით განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც", - აცხადებენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
როგორც ,,თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტები აცხადებენ, ,,დღეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან ხვალ უკვე შესაძლოა სხვა უნივერსიტეტბსაც მიადგნენ".
,,აგრარულმა უნივერსიტეტმა სულ მცირე ხანში განახორციელა ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა სხვა უნივერსიტეტმა და ჩვენთვის მიუღებელი მისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება"", - მიიჩნევენ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის" სტუდენტები.
გარდა აქციებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ბრიფინგებს მართავენ დილიდან და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუბრუნონ ,,აგრარულ უნივერსიტეტს" ავტორიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები






