აქცია აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მასში მონაწილეობას თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის , სამხატვრო აკადემიის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ.
"18 თვის განმავლობაში აგრაგულ უნივერისტეტში 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, პირველად ბოლო 20 წლის შემდეგ აგრარულმა უნივერსიტეტმა აბიტურიენტთა შორის პოპულარობით საქართველოში მეექვსე ადგილი დაიკავა. მთავრობას აღარ სჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარება – აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია მოეხსნა. შეწყდეს პოლიტიკური შანტაჟი – ხვალ თუ თქვენი უნივერსიტეტის რექტორმა მთავრობის მიმართ არ გამოაჩინა სათანადო პატივისცემა ან პოლიტიკური შეკვეთა არ შეასრულა – თქვენც დარჩებით უნივერსიტეტს გარეთ. ის მცირე ხარვეზები, რომელიც კომისიამ აგრარულ უნივერისტეტში აღმოაჩინა, ყველა არსებული უნივერსიტეტისათვის დამახასიათებელია", - განაცხადეს სტუდენტებმა.
მასალის გამოყენების პირობები






