- ნინი, ბევრს საუბრობენ შენი და გიორგი ვარდოსნიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა ბოლომდე ყველაფერი ნათელი არ არის. მითია თუ რეალობა თქვენი ურთიერთობა?
- ბევრი ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ გასაგებად, მაგრამ მაინც ყველა ამას მეკითხება. მოდი ახლა ხალხმა გადაწყვიტოს მითია თუ რეალობა.
- კიდევ ერთხელ აგორდება ჭორები თქვენი ურთიერთობის შესახებ, როცა გაიგებენ რომ მისთვის ნახევრაშიშველმა იცეკვე.
- ნახევრადშიშველი ცეკვა თუ გაინტერესებთ, კი ბატონო, მოგიყვებით რაც ხდებოდა. ფილმი „რაის ნასოსი“ ვითამაშეთ ერთად და სწორედ იქ ვიცეკვე მისთვის ნახევრადშიშველმა. სხვათა შორის მარიხუანას დედოფალს ვთამაშობ და არა მხოლოდ გიორგისთვის ვცეკვავ იქ. მარიხუანას დედოფლის გახდა მხოლოდ ერთ ბაბუს შეუძლია, რომელიც ყოველ ნაფასზე იხდის. მართალია სხვებიც ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ. გიოს პერსონაჟი მოწევისგან „ითიშება“ და ვერ ახერხებს სასურველი ქალის გახდას. მისთვის ნახევრადშიშველმაც კი ვიცეკვე, მაგრამ მაინც ვერ შეძლო სამწუხაროდ. აი ასე იყო ეს ამბავი.
მარიკა ხიდურელი


მასალის გამოყენების პირობები






