„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კერიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გერმანიაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო შემდეგ კი იორდანიაში , პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.
ამერიკელ დიპლომატთან მოლაპარაკებები ებრაელებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებების ფონზე გაიმართება, რომელიც უკვე 2 კვირაზე მეტა აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში იერუსალმში, რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 30-მდე ებრაელი.
სამართადამცველებმა კი 20 თავდამსხმელი პალისტინელის ლიკვიდირება მოახერხეს.
თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის მთვრობამ სამართალდამცავებს აღმოსავლეთ იერუსალიმის ზოგიერთი რაიონის ბლოკირების უფლება მისცა. რამდენიმე რაიონში პოლიციელები და სამხედროები პატრულირებას განახორციელებენ. აღსანიშნავია, ისრაელის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმებში მონაწილე პალესტინელთა საცხოვრებელ სახლებს დაანგრევენ და იერუსალიმში ცხოვრების უფლებას ჩამოართმევენ.
მასალის გამოყენების პირობები






