სირიაში რუსულ ავიაიერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
მსოფლიო - 13:00, 19 Oct, 2015     1996

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის განცხადებით, სირიაში რუსეთის ქმედებები მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელ.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იტყობინება.

მინისტრის თქმით, რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, ის, რასაც რუსეთი აკეთებს, კონფლიქტის მოგვარებას ართულებს. ისინი აჭიანურებენ კონფლიქტს, სამოქალაქო პირების დაღუპვა კი გრძელდება. დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში, სირიაში რუსულ ავიაიერიშებს ასეულობით მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა“ - განაცხადა ფელონმა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, რუსული თვითმფრინავების შესაძლო შეტაკებების შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

„ამის ძალიან მეშინია. შეხედეთ, მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენებს - რუსულმა თვითმფრინავებმა ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებობს ინციდენტების, ავარიების რისკი, რომლებმაც შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გააღვივოს“ - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ავიაიერიშების დაწყებიდან, რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დააღვია. ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვს ახნსა-განმარტება მოსთხოვა, პასუხად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარის საჰაერო სივრცის დარღვევა, უამინდობი გამო , შემთხვევით მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42