მოღრუბლული ამინდი იყო გარეთ, ცაც მოღუშული მომჩერებოდა თითქოს ისიც ,,კარენოი” თბილისელების ჩვენდამი დამოკიდებულებას იზიარებდა. ისეთი ამინდი და განწყობა იყო, გარეთ გასვლის სურვილიც კი დამეკარგა. ხო კიდევ სწორედ ეს ხალხი გამოდის მერე და გმობს დისკრიმინაციას, რასიზმსა და ადამიანის უფლებების შელახვას. თქვე ოჯახაშენებულებო, ჩვენ კარგი, ჯანდაბას, ჩამოვეთრიეთ, მაგრამ რომლები ხართ იმ ხოხბის პირდაპირი შთამომავლები?
ჩვენ- ,, ჩამოთრეულები”, ”სოფლელები” , ,, ცხოველები” ვართ, ის ჩამოთრეულები 13 ივნისს რომ გედექით გვერდში, თუმცა თქვენ კი არა, თბილისს ვედექით, ღირსეულ თბილისელებსა და საქართველოს. მეც ,,ჩამოთრეული” ვარ კახეთიდან, კერძოდ ქალაქ თელავიდან, ძალიან რომ მიყვარს და ყოველდღე მენატრება, თან ვამაყობ ამით. მარტო თბილისი არაა საქართველო, პატივი ეცით სხვა კუთხის მაცხოვრებლებსაც, მადლობა ღმერთს, რომ თბილისში მცხოვრებ ადამიანთა გარკვეული ნაწილი პირიქით, დიდი სიყვარულითა და სითბოთი გვეპყრობა.
უამრავი აზრი ამერია გონებაში, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და უზომოდ გულნატკენი, როდის უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული ან როდის უნდა მოეღოს ბოლო პროვინციალიზმსა და მსგავსი შეხედულებების არსებობას? ძალიან მტკივა გული. უფალს ებარებოდეთ :)
მასალის გამოყენების პირობები






