თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტების მორიგი ნავი ჩაიძირა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
მიგრანტები თურქეთის ქალაქ აივალიკიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიდიოდნენ. როდესაც ნავმა ჩაძირვა დაიწყო, ერთ-ერთი მიგრანტი სანაპირო დაცვას მობილურის საშუალებით დაუკავშირდა. მაშველებმა დაახლოებით 25 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მიგრანტების ეროვნება არ სახელდება.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას წლის დასაწყისიდან ნავების ჩაძირის შედეგად 3 000-მდე მიგრანტი დაიხრჩო.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
მასალის გამოყენების პირობები






