Facebook-ი მორიგ მნიშვნელოვან ცვილებას გეგმავს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განცხადებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს სტატიკური პროფილის სურათის შეცვლა ვიდეოთი ე.წ. GIF-ით შეეძლებათ.
ცვლილების თანახმად, "ფეისბუკის" მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიღოს შვიდწამიანი, უხმო ვიდეო და ატვირთოს ის პროფილის ფოტოს ნაცვალდ. ვიდეო მუდმივად მოძრავ მდგომარეობაში იქნება, მაშინ როდესაც თაიმლაინზე რომელიმე ფეისბუკ მეგობარი შემოვა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ფეისბუკის“ დამფუძნებლმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს „ლაიქ“ ფუნქციის განახლებული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც ცოტა ხ
ნის წინ დაანონსებულ „დისლაიქსაც“ ითვალისწინებს.
„უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი მოითხოვს Dislike ღილაკის არსებობას. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც გეტყვით, რომ კომპანია მის არსებობაზე მუშაობას იწყებს და სატესტო ვერსიის ჩაშვებასთან ძალიან ახლოს ვარ. ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებელს ემპათიის გამოხატვის შესაძლებლობა მივცეთ. ცხოვრებაში ყველა წუთი არ არის პოზიტიური“ - განაცხადა ცუკენბერგმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
ცუკენბერგის თქმით, ახალი რაქციები მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ზუსტად გამოხატოს ის რეაქცია, რომელიც პოსტის ნახვისას მიიღო.
„გარდა თანაგრძნობისა, თქვენ აღფრთოვანებისა და სიყვარულის გამოხატვასაც შეძლებთ. ვიმედოვნეთ, ეს ძალიან მოგეწონებათ და გრძნობებსახც უკეთ გამოხატავთ “ - წერს ცუკენბერგი.
მისი თქმით, „ლაიქის“ ახალ ფუნქციებს ჯერჯერობით მხოლოდ ირლანდიასა და ესპანეთში გატესტავენ.
მასალის გამოყენების პირობები






