ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და „როსკოსმოსი“ მთვარეზე საკვლევი უპილოტო აპარატის გაგზავნას, ერთობლივად აპირებენ.
მისიის მიზანია შეისწავლონ, რამდენმად შესაძლებელია მთვარეზე მუდმივი დასახლება.
უპილოტო აპარატის გაგზავნა , მისია „მთვარე 27-ის“ ფარგლებში 5 წლის შემდეგ იგეგმება.
მოწყობილობა მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში დაეშვება და იქ ნიადაგსა და ატმოსფეროს შეისწავლის.
იმ შემთხვევაში, თუკი საკმარისი რაოდენობის წყლის მარაგი იქნა აღმოჩენილი, მთვარეზე ადამიანებს გაგზავნიან.
ESA-ს ხელმძღცანელის განცხადებით, განიხილება მთვარეზე მუდმივი დასახლების ბაზის შექმნა.
თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, ევროპისა და რუსეთის დაძაბული ურთიერთობების გამო, შესაძლოა პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
მთვარეზე ადამიანის გაგზავნა 2030 წლამდე არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






