ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომლის თანახმადაც ბარაკ ობამამ და ალ-ნაჰაიანმა სირიაში არსებული ვითრება, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოში , რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო ძალების მიერ ოპოსიზიციის ძალებზე საჰაერო იერიშები განხორციელდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილებს შორის მშვიდობიანი მოსახლეებიც არიან.
მასალის გამოყენების პირობები






