პოეტი სხვადასხვა თემას შეეხო, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასწავლებელთან დაპირისპირების მიზეზი კახა ბენდუქიძეზე პირადი შურისძიებაა:
"პოლიტიკურიც არ იყო ეს, ეს იყო ის რომ პირადი აუტანელობა ჭირთ. ბენდუქიძე პერსონაჟია, ვაკეში დაიბადა, ,,საროჩკაშიც" კი უკეთ გამოიყურება, ვიდრე მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ,,ჯიპადან" იმისთვის გამომაგდო, რომ კედელზე ლექსი დავწერე. ვის შეკვეთას ასრულებდა ნეტავი? ჩემი გამონათქვამები, ,,აქ რომ სიბნელეა ეს ხომ ნათელია" და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერი ამას ეხება".
" აღარ ვიცი ისეთი რამისკენ მიდის საქმე, თუნდაც ,,ერისიონი" კრემლში ვითომ არაა პოლიტიკა? თვითონ ევროპა იტყვის უარს, თვითონ ამერიკა გვეტყვის - წადით, თავი დაგვანებეთ ვინ ხართ, ვის დაკარგვიხართო, მივექანებით ევრაზიის კავშირისკენ. საბჭოთა კავშირში კი მე არ ვაპირებ ცხოვრებას, მე პირადად მოვითხოვ თავშესაფარს, თუნდაც ურუგვაიში - ,,ვაი,ვაი ურუგვაი..." და "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეგე..თ!"
კოტე ყუბანეიშვილმა აგრარული უნივერსიტეტის ის წარსულიც გაიხსენა, როცა სასწავლებელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ერქვა:
"მახსოვს, დავდიოდი ადრე სასოფლოში, მეგობრებს ვაკითხავდი და ,,ფსლის" სუნი ტრიალებდა.. ბენდუქიძეს მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრა. პირადი აუტანლობა იყო პიროვნების აუტანელობა... ბავშვებს ჭამს და ეგეთი... სხარტი გონება აქვს და ეგაა მიზეზი: ,,ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება". კრიმინალული მენტალობის ადამიანები ვერ იტანენ იმას ვინც სხარტად აზროვნებს და პირში გეუბნება ყველაფერს და არ ჯდება იმ სტანდარტებში, რომელსაც მიჩვეულები ვართ. ფსიქოლოგია რომ ასე უყვართ გადაიკითხონ რა?!."
პოეტი თბილისში რუსი მუსიკოსის იური ბაშმეტის ჩამოსვლის თემასაც შეეხო:
"ან კიდევ ბაშმეტი-,,ბომჟი" თავის ახლობლები აღარ ელაპარაკებიან, ჩამოგვყავს აქ ნიჭიერთა ათწლედში რაში ჭირდებათ? ნიჭიერი იმის ნიჭიერია, რომ აქეთ დაგეხმარება და არავის დახმარება არ სჭირდება. ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ: ევრაზიისკენ მივექანებით საოცარი სისწრაფით და რა შეგვაჩერებს არ ვიცი. ფიზიკური მაქვს დამთავრმებული: უცებაც რომ გავჩერდეთ მაინც შეგვაქანებს ინარციით..", - თქვა კოტე ყუბანეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






