ლაშა გოცირიძე: "მინისტრს არასწორ ინფორმაციას აწვდიან..."
საზოგადოება - 22:44, 12 Mar, 2013     701

 


"რუსთავი2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრის დროს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის გაუქმების დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება:

 

"მიუხედავად იმისა, რომ მე ხარვეზების აღმოსაფხვრელად მზად ვარ, სამწუხაროდ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ჩვენ შენიშვნების მიღება არ გვსურს, ეს სინამდვილეს ნამდვილად არ შეესამება. ჩვენი ჯგუფი უკვე მუშაობს ამ ყვოველივეს გამოსასწორებლად. ვთვლი, რომ მინისტრს არაზუსტ ინფორმაციას აწვდიან და მისი განცხადებების საფუძველზე საზოგადოებაც შეცდომაში შეყავთ. საბჭოს შეეძლო 15-დღიანი ვადა მოეცა, მარამ მან ეს უფლება არ გამოიყენა და ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება.

 

მგონია, რომ კანონიერება სამართლიანობასთან უნდა იყოს კავშირში. კანონის ყველა ინტერპრეტაცია ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რადგან მათ მიერ დაფიქსირებული არცერი ხარვეზი არ უქმნიდა საფრთხეს სტუდენტების განათლების ხარისხს. შესაძლებელი და სამართლიანი იქნებოდა ამ საქმის წარმოება საერთოდ დასრულებულიყო და ავტორიზაცია არ შეჩერებულიყო. არცერთი სტუდენტი, რომელსაც შეუწყდა სტატუსი, არ გარიცხულა ფინანსური დავალიანების გამო. მსგავსი ფაქტი, საერთოდ, არც კი დაფიქსირებულა", - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

 

ლაშა გოცირიძე განათლების მინისტრის იმ ბრალდებებსაც შეეხო, რაც ბაკალავრის დიპლომების გაცემას უკავშირდებოდა:
"ბაკალავრის დიპლომის კანონიდარღვევით გაცემის ფაქტი საერთოდ არც კი დასტურდება და ეს ძალიან სასაცილოა. ეს გაჟღერდა ზედმეტად გამუქებულ ფერებში: ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტთან ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, სადაც ვაგზავნით სტუდენტებს, სწავლობენ და ჩამოსვლის შემდეგ იღებენ დიპლომს.

 

ხარვეზი, რომელსაც გვედავებიან, გახლავთ ის, რომ განათლების სამინისტროში გადაგვეგზავნა მსგავსი სტუდენტების სწავლების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ გაგვეცა დიპლომები. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ. საქმე გვქონდა ტექნიკურ უზუსტობასთან, რაც მომენტალურად აღმოიფხვრა, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი უმსხვილესი დარღვევა რომელსაც გვედავებიან. არ შეიძლება, ყოველივე ამის გამო დაისაჯონ ის ბავშვები, რომლებიც დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლობენ", - თქვა რექტორმა "პოზიციაში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42