დაბარებულ ქართველ მეწარმეებს ახსნა-განმარტების გარეშე დოკუმენტები ჩამოართვეს, ანუ ის საბუთები, რომლის გარეშეც მათ ქვეყანაში ლეგალურად მუშაობის უფლება არ აქვთ.
რუსეთში ქართველი მეწარმეები საგამოძიებო ორგანოებს ზეწოლაში დებენ ბრალს და დახმარებას ითხოვენ. მეწარმეები აღნიშნავენ, რომ მათ ოფიციალურ საბუთებს უუქმებენ, რის შემდეგაც არაკანონიერ მეწარმეებად მიიჩნევიან და აპატიმრებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების განმარტებით, გარვცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ცალმხრივად დალაგების მცდელობა დაუშვებელია.
"პირველ რიგში, ჩვენ გვახსოვს, როგორ ტენიდნენ ქართველებს თვითმფრინავებში და უშვებდნენ საქართველოში. რაც დღეს გვესმის, გასაკვირი არ არის, მაშინ როცა ეს ემთხვევა საქართველოს მხრიდან რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლას" - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






