"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა - აგვისტოს ომს ჰააგა იძიებს
პოზიცია - 15:20, 16 Oct, 2015     4178
ფატუ ბენსუდა - ქალბატონი პროკურორი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.

ბოლო დღეებია ეს სახელი საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სენსიტიურ საქმეს დაუკავშირდა.

ჰააგის პროკურორი, საქმის წინასწარი მოკვლევის შედეგად აცხადებს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. ბენსუდა აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესდა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისგან შესაბამისი პროცედურების დასაწყებად ნებართვა ითხოვა .

"2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში. პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში" - ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰააგაში გაკეთებული ამ განცხადებიდან 24 საათში ბენსუდას თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ზუსტად 16:30 საათზე დაეშვა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის პროკურორმა საქართველში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა ბენსუდამ იუსტიციის მინისტრთან გამართა. თეა წულუკიანთან საუბრის შემდეგ, ბენსუდამ თემის შესახებ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება.

„მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ გამოძიებას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. ეს მხოლოდ ჩემი მიმართვა იყო და მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა. ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა და შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ეროვნებას მიეკუთვნება იგი“ - განაცხადა ბენსუდამ.

განცხადება გაკეთდა იუსტიციის მინსტრის მხრიდანაც. თეა წულუკიანის განცხადებით, მან ბენსუდას მიუთითა, რომ „შუამდგომლობაში რუსეთის დანაშაულებრივი როლი სათანოდოდ არ არის წარმოდგენილი“.

წულუკიანი ასევე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება, თუ არ იქნება გამოძიებული ქართველი სამხედროების წამების და მკვლელობის ფაქტები.

„დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის პროკურატურამ არ გამოძია ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ ამ გამოძიების მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა და დანარჩენი 23 სამხედრო ტყვის წამების ფაქტები“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის ამ განცხადების კვალდაკვალ ყველას ახსოვს მისი 2 წლის წინანდელი განცხადებები, როცა იუსტიციის მინისტრი მთავარ ამოცანად ასახელებდა იმას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ უნდა გამხდარიყო:

„ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში" - ეს იუსტიციის მინისტრის 2013 წელს გაკეთებული განცხადებიდან ამოღებული ციტატაა, ფაქტი კი ერთია: - ეს რეზონანსული საქმე უკვე ჰააგაშია და მისი გამოძიების საქმეში საქართველო ვეღარ ჩაერევა.

რატომ ვერ დადო ხელისუფლებამ აგვისტოს ომზე კონკრეტული შედეგები, საქმე არაპროფესიონალებთან გვაქვს თუ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა? - ეს ის კითხვებია რომელიც ხელისუფლების მიმართ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს აქვთ.

ბევრი კითხვაა ფატუ ბენსუდას ვიზიტზეც: რატომ ჩამოვიდა თბილისიში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, რა სახით უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ხელისუფლება საქმის გამოძიებას, არის თუ არა ჩადენილი სამხედრო დანაშაული აგვისტროს ომის დროს და ვინ არის მთავარი დამნაშავე საქართველოს ტერიტორიაზე განხირციელებულ ეთნიკურ წმენდაში? - ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა გასცეს.

მანამდე კი „ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, - დავით ჯანდიერი განმარტავს, რომ ჰააგის სამსმართლო მსგავსი საქმეების გამოძიებაში მას შემდეგ ერთვება, როცა შესაბამისმა სახელმწიფომ აღნიშნული საკითხი ვერ ან არ გამოიძია.

„აქცენტის გაკეთება წამებაზე ან სხვა ასპექტებზე ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია, რადგან ამიერიდან გამოძიებას წარმართავს ჰააგის პროკურორი. ჰააგის სასამართლო კი იმ შემთხვევაში ერთვება გამოძიებაში, როცა შესაბამისმა სახელმწუფომ ვერ ან არ გამოიძია საქმე“ - აღნიშნა ჯანდიერმა.

იუსტიციის მინისტრს არაკომპეტენტურობაში სდებენ ბრალს "ნაციონალური მოძრაობაც". გიგა ბოკერია თეა წულუკიანს „არაკომპეტენტურთა ვარსკვლავს“ უწოდებს.

„მივესამლები იმ ფაქტს რომ საერთაშორისო ტრიბუნალი იწყებს გამოძიებას ეთნიკურ წმენდასა და მკვლელობაზე, რაც რუსეთმა 2008 წელს განახორციელა“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი კი დღევანდელ ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოს პროკურორთან მაქსიმალურ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ალაფიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსაც აქვს.

„ფატუ ბენსუდა საქართველოში კონკრეტული თემებით ჩამოვიდა, შესაბამისად ხელისუფლების შესაბამისმა წარმომადგენლებმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა მიაწოდოს პროკუროს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც აქვს ინფორმაცია აგვისტოს ომის შესახებ. მაშინ როცა ირაკლი ალასანია, მინისტრის პოსტს იკავებდა, ამბობდა რომ მიმდინარეობდა 2008 წლის სამხედრო მოქმედებების შესახებ მოკვლევა. ე.წ სასწავლო გაკვეთილებისთვის. ძალიან საინტერესო იქნება ეს შედეგები ჰააგის სასამართლოს პროკურორისთვის“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ალაფიშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ტრიბუნალი დაასკვნის, რომ საომარ მოქმედებებში ქართულ მხარეს გარკვეული გადაცდომა ქონდა, ხომ არ იქნება ეს ე.წ სამხერთ ოსეთის მარიონეტული მთავრობისთვის და მათ შორის ოკუპანტი რუსეთისთვის ერთგვარი საბაბი, საერთაშორისო ასპარეზზე თავის მართლებისთვის, ალაფიშვილმა განმარტა, ჰააგის ტრიბუნალის განცხადებაში კონკრეტული მხარის ბრალეულობაზე საუბარი არ არის.

„განცხადებაში ოსური მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საუბარი არ არის, ფატუ ბენსუდა ვარაუდს გამოთქვამს, რომ რუსი სამშვიდობოების მიმართ შესაძლებელია განხორციელებულიყო თავდასხმა. ვის მიერ განხოერციელდა ეს თავდასხმა ეს შემდეგ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს. ეს საკითხი გამოკვეთა პროკურორმა, აქ მტკიცებით ფორმაში არაფერია ნათქვამი“ - განმარტა ექსპერტმა.

„ნიუპოსტი“ ასევე დაინტერესდა, არის თუ არა შესაძლებელი 2008 წელის აგვისტოს ომის გამოძიებისას დამნაშავე პირების იდენტიფიკაციის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ პატიმრობაც კი იქნას გამოყენებული.

ლევან ალაშიშვილის განმარტებით, მსოფლიოში არსებობს პრეცენდენტები, როცა ჰააგის სასამართლომ შეძლო პოლიტიკის მიღმა დარჩენა და აღასრულა სამართალი.

„მხედველობაში მაქვს ბალკანეთის ომი, როცა უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები დაისაჯნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო“ - დასძინა მან.

2008 წელის აგვისტოს ომის გამოძიებისის საკითხზე საინტერესო შეფასება აქვს ,ილია „ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძესაც:

„რუსეთუმეები, მათ შორის ქოცთა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით მთელი ამ წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოსთვის გადაებრალებინათ. ეს დანაშაულებრივი ნონსენსი _ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლის დადანაშაულება და აგრესორის დანაშაულის გამართლება, მტრის მსახურების და საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებით ამაზრზენი შემთხვევაა. ისინი, რაც არ უნდა აბსურდულად არ უნდა გამოიყურებოდეს ეს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალით პირიქით აქეთ იმუქრებოდნენ და აქაოდა ვითომ სააკაშვილს ვებრძვითო, სინამდვილეში თავიანთ ქვეყანას აყენებდნენ ზიანს და ჩვენი მიწების მტრის მიერ მიტაცების ლეგალიზაციას ცდილობდნენ. მიუხედავად მათი ამ მცდელობებისა, მათ ვერ შეძლეს თავდაყირა დაეყენებინათ უმარტივესი ჭეშმარიტება: _ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რუსეთმა მიიტაცა ჩვენი მიწები, საქართველო ( ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელლობა ვინ იყო მაშინ ხელისუფალი) მხოლოდ თავს იცავდა, რუსეთმა მოახდინა ეთნოწმენდა. პუტინის და ქართველი მოღალატეების მცდელობა ტალიავინის დასკვნის ერთ წარუმატებელ ფრაზაში აისახა, მაშინ როცა მთელ დასკვნაში და მოყვანილ ფაქტებში ზემოხსენებული მარტივი ჭეშმარიტება სინამდვილეში კარგად ჩანს.ახლა, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, აშკარას ხდის, რომ საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქმნება სათანადოდ იქნეს შეფასებული საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული. მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამისთვის უნდა იაქტიუროს და სათანადო მასალები მიაწოდოს სასამართლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხელისუფლება ამას გააკეთებს? ჰააგის პროკურორი უფრო მონდომებულია, რათა იურიდიული შეფასება მიეცეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს , ვიდრე ჩვენი რუსეთის ინტერესების დამცველი ხელისუფლება. მაგრამ მაინც, რადგანაც მსოფლიოში პუტინს და მის მსახურებს სერიოზული ძალები უპირისპირდება, იმედის საფუძველი არსებობს, რომ ეს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის არ დაიკარგოს“ - აღნიშნავს ჩხეიძე.

ბოლოს, ვინ არის ფატუ ბენსუდა, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს?

ქალბატონი პროკურორი 1961 წელს, გამბიაში დაიბადა. 1986 წელს წარმატებით დამთავრა უნივერსიტეტი ნიგიერიაში. 1998 – 2000 წლებში იყო გამბიის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.

ბენსუდას საერთაშორისო კარიერა 2002 წელს დაიწყო, როცა რუანდის საკითხზე შეუდგა მუშაობას. თავდაპირველად მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კონსულტანტად, შემდეგ კი სასამართლოს ადვოკატად.

2004 წლის 8 აგვისტოს ის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ.

2012 წელს კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თანამდებობაზე ლუისა მორენო ოკამპო შეცვალა.

დავით ჯაბაშვილი

"ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42