აგრარული უნივერსიტეტის გასხვისების სქემაზე, შესაძლოა, დიმიტრი შაშკინი დაკითხონ
სამართალი - 20:51, 12 Mar, 2013     2448


ამის შესახებ "ტელეიმედის" მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, სადაც აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ზურაბ ლობჟანიძე უნივერსიტეტის უკანონო გასხვისების სქემას შიფრავს.

 

საუბარია 1325 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კახა ბენდუქიძის საკუთრება ერთი წლის წინ გახდა. პრივატიზაციის დეპარტამენტის მიერ კი ქონების საწყის ფასად 100 მილიონი ლარია მითითებული, მაშინ როცა გადახდილი თანხა ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. შესაძლოა საგამოძიებო სტრუქტურები აგრარული უნივერსიტეტის გასხვისების საქმით დაინტერესდნენ. 
დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

 

ყოფილი ლექტორი, ზურაბ ლობჟანიძე იმ სქემაზე საუბრობს, თუ როგორ გასხვისდა აგრარული უნივერსიტეტი.

 

სქემის მიხედვით, 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ შპს. "აგრომედი" შექმნა, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა. მისი საწესდებო კაპიტალი მხოლოდ 400 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით ამ წილის 50 პროცენტის მფლობელი განათლების სამინისტრო, დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი "ცოდნის ფონდი" გახდა, რომლის დამფუძნებელიც კახა ბენდუქიძეა. 
სქემის მიხედვით, განათლების სამინისტრო უარს ამბობს საკუთარ წილზე და აგრარული უნივერსიტეტის მფლობელი კახა ბენდუქიძე ხდება.

 

"ბატონმა დიმიტრი შაშკინმა წარმოგვიდგინა ლაშა გოცირიძე, მან გვითხრა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ჩაიდება 50 მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის განვითარებას მოხმარდებოდა და ყოველგვარ კითხვაზე პასუხის გაუცემლად დაგვტოვა. გამომდინარე იქიდან, რომ შაშკინი უკვე საქართველოში იმყოფება, მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, რომ იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც დაიკითხოს", - ამბობს ლობჟანიძე.

 

აგრარული უნივერსიტეტის მთავარი იურისტი აღნიშნავს, რომ პრივატიზაციის პროცესში არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42