სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“ ჯაბას ექსკლუზიური ფოტოები, რომელიც სამთვიანი მზადბის შემდეგ გადაიღო.
„ფოტოსესია აგვისტოს ბოლო დღეებში შედგა. თითქმის 3 თვე ვემზადებოდი ამისთვის. ეს ფოტოები ლონდონში, ძალიან ბევრ სამოდელო სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. სააგენტოებიდან ხშირად მიკავშირდებიან და სხვადასხვა რეკლამაში გადაღებას მთავაზობენ. ხშირად უარს ვამბობ, რაც ყველას უკვირს, მაგრამ თუ კარგად არ მიხდიან, მე ჩემი ხარჯით ვერ წავალ პარიზიდან ლონდონში იმიტომ რომ რეკლამაში გადამიღონ. თან პარიზული ცხოვრება ძალიან გადატვირთული მაქვს. ჩემი ინგლისელი მეგობარი და ფოტო-აგენტი ხუმრობს ხოლმე, არაპროფესიონალი ძვირადღირებული მოდელი ხარო. მე კი ვეუბნები, რომ პროფესორი მოდელები მაღალ ჰონორარს ვითხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მოდელები არ ვართ-მეთქი. აი როცა ლონდონში ჩემს საქმეზე ჩავდივარ, მაშინ უარს მართლა არ ვამბობ გადაღებებზე. სამოდელო ბიზნესში, მოდელის ჰონორარი 1 სამუშაო დღის მანძილზე მინიმუმ 1000-ს ევროს შეადგენს. სიამოვნებით ვმუშაობ კამერის წინ, რაც ძალიან მომწონს. მოდელობა იმაზე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა“ - განაცხადა „ნიუპოსთან“ საუბრისას ჯაბა ქარსელაძემ.
მარიკა ხიდურელი






მასალის გამოყენების პირობები






