ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური რედაქცია წერს.
როგორც ირანის ტრანსპორტის მინისტრმა, აბას აჰმად აჰუნდიმ განაცხადა, პროექტი ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
,,ეს პროექტი სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს კორიდორი სპარსეთის ყურეში გასასვლელადაც გამოადგება. ჩვენ კი ამ კორიდორს - სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიას - შავ ზღვაზე გასასვლელად გამოვიყენებთ“- განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აჰუნდი სომხეთშიც იმყოფებოდა.
„ამ მიზნით საუბარი გვქონდა ოთხმხრივ თანამშრომლობაზე ირანი-სომხეთი-საქართველო-ბულგარეთის სახით" - აღნიშნა მან.
ირანელი მინისტრის თქმითვე, სომხურ მხარესთან განხილული იყო ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობისა და საავტომობილო გზების შეკეთების საკითხები.
სომხეთ-ირანის სარკინიგზო გზის მშენებლობა დღის წესრიგში 2008 წლიდან დგას, როდესაც ამ საკითხზე პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა. თუმცა, ამ სტრატეგიული პროექტის დაფინანსების წყარო დღემდე ვერ მოიძებნა.
მასალის გამოყენების პირობები






