პრალელურად, თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ორგანიზატორად რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მოიაზრებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, მიმდინარეობს დნმ-ის ანალიზი, რომლის შედეგებიც გამოძებას თვითმკლველი ტერორისტების ვინაობის დადგენაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქში ორი აფეთქება 10 ოქტომბერს მოხდა და ოფიცილიალური ვერსიით 97 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, თურქული მედიის ინფორმაციით მსხვერპლი გაცილებით დიდია და ის 128-ს შეადგენს.
ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.
შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






