"გააუქმეს ავტორიზაცია, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩვენ სწავლებას გავაგრძელებთ, ჩავიდენთ სისხლის სამართლის დანაშაულს", - აღნიშნა ბენდუქიძემ. მისი თქმით, ეს არის მასთან ბრძოლის ფორმა, ოღონდ არ ესმის, რატომ გადააყოლეს ამ ბრძოლას ორი ათასზე მეტი სტუდენტი. კახა ბენდუქიძემ აღმოჩენილი დარღვევების სესახებაც ისაუბრა და ისინი დამსწრეებს ციტატების სახით გააცნო:
"უნივერსიტეტს არა აქვს შემუშავებული სამედიცინო აღმოჩენის მექანიზმები",
"ექიმის ტელეფონის ნომერი უნდა იყოს გამოკრული თვალსაჩინო ადგილას ევაკუაციის გეგმასთან ერთად";
"დაცვის სამსახურთან არის გაფორმებული ხელშეკრულება (დანართი 8 ფურცლად), მაგრამ არ არის ცალკე შემუშავებული დისციპლინის დაცვის მექანიზმები"; - აღნიშნულია დასკვნაში.
კახა ბენდუქიძის თქმით, შემმოწმებლებმა ვერ იპოვეს ვეტერინარული კლინიკა, რადგან მათ მოითხოვეს ნახაზები: "რომელი ნახაზებიც მოითხოვეს, მივეცით, მაგრამ რადგან იმ ნახაზებზე არ ეწერა "ვეტერინარული კლინიკა", მათ ვერ მიაგნეს კლინიკას და ჩაწერეს, რომ ჩვენ ვეტერინარული კლინიკა არ გვაქვს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ არ უნდა გაქანდეთ ტელევიზიებში: დარჩით და მე გაჩვენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ორი ვეტერინარული კლინიკა", - მიმართა კახა ბენდუქიძემ მედიის წარმომადგენლებს.
ბენდუქიძის განცხადებით, გადაწყვეტილებაში საუბარია არა ავტორიზაციის შეჩერებაზე, არამედ გაუქმებაზე და ამ თემით მანიპულირება უაზრობაა, რადგან სხდომის ვიდეოჩანაწერები არსებობს და მათ შორის, ბევრი უკვე აიტვირთა "იუთუბზეც".
"თქვენ ალბათ, გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო აქ ორი წლის წინ: ჩატარდა რეფორმები და მოისპო მავნე ჩვეულებები, როგორიც იყო წიგნების "შეტენვა" სტუდენტებისთვის და ასე შემდეგ...", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






