თეთრი სახლის პრესმდივანის, ჯოშ ერნესის განცხადებით, სირიის კონფლიქტის მოგვარებსაა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. რუსეთს კონსტრუქციული წვლილის შეტანის სურვილი არ აქვს, რაც დელეგაციის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი ამერიკის მთავრობა გააკრიტიკა. მისი თქმით, მას აშშ-ის პოზიციის არ ესმის, რადგან ვაშინგტონი ერთი მხრივ, სირიაში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს , მეორე მხრივ კი, მოსკოვთან პირდაპირ დიალოგზე უარს აცხადებს.
„ეს პოზიცია არაკონსტრუქციულია და აშშ-ის მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს" - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დამასკოში, ბაშარ ასადის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინის ცუდ ლიდერობაზე მიუთითებს.
„თუკი,ფიქრობთ, რომ სამხედრო ჩარევა და ეკონომიკის ნგრევა მოკავშირის დახმარების გზაა და ამას ლიდერობას უწოდებთ, მაშინ ჩვენ ლიდერობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს" - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






