აშშ-ის ლიდერის განცხადებით, 90 სამხედრო აფრიკის კონტინენტზე უკვე იმყოფება, დანარჩენები კი უახლოეს მომავალში ჩავლენ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სამხედროები სადაზვერვო საქმიანობაში იქნებიან ჩართულები, თუმცა მათ თავდაცვისთვის იარაღის გამოყენების უფლებაც ეძლევათ.
2002 წელს შექმნილი დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მთავარი მიზანი დასავლური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა და ნიგერიის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის შექმნაა. დაჯგუფება ნიგერიაში დაარსდა, თუმცა მალევე გაფართოვდა და მეზობელი კამერუნი, ჩადი და ნიგერი მოიცვა. 2015 წელს „ბოკო ჰარამმა“ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულებ შეჰფიცა და თავი დასავლეთ აფრიკის „ისლამურ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. დაარსებიდან დღემდე „ბოკო ჰარამის“ ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს აღემატება.
ნიგერიის, კამერუნის, ჩადისა და ნიგერის მთავრობები, აფრიკის კავშირის მხარდაჭერით, „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ერთიანი რეგიონალური შეიარაღებული ძალების შექმნაზე შეთანხმდენე.
მასალის გამოყენების პირობები






