“ლივერპულის”, “ლაციოს” და “მარსელის” ექსფორვარდი, ამჟამად "სეინტ პიეროისის“ თავდამსხმელი, ფრანგი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. მას საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ლიონის" ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას მიმართ სექს-შანტაჟში ადანაშაულებენ.
სისე და მისი 3 თანამზრახველი ვალბუენას 100 ათას ევროს სძალავდნენ. თუკი მატიე ამ თანხას არ გადაიხდიდა, ბოროტმოქმედები ვალბუენას ეროტიკული ხასიათის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ვალბუენამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. პოლიციამ სისე დააპატიმრეს, თუმცა როგორც ცნობიია ჩანაწერის მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯიბრილს პატიმრობა არ ასცდება.
შეგახსენებთ, ჯიბრილ სისე და მატიე ვალბუენა საფრანგეთის ნაკრების გარდა, 2006-2009 წლებში მარსელის “ოლიმპიკშიც” ერთად თამაშობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






