რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 2015 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტამდე არის გაკეთებული და რომელზეც მკვლელობისთვის მზადების დეტალებია ასახული. მედიის ცნობით, ერთი ჩანაწერი მკვლელობაში ეჭვმიტანილებს - ანზორ გუბაშევსა და ბესლავ შავანოვს ეხება. ჩანაწერები გროზნოს აეროპორტშია გადღებული. მეორე ჩანაწერის კადრებშიც, რუსლან გერემეევი, ზაურ დადაევი და რუსლან მუხუდინოვი აეროპორტში არიან დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ შინაგანი ჯარის ბატალიონ „სევერის“ ყოფილი ოფიცრი, გერემეევი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ნათესავია. მისი ერთერთი ნათესავი, სულეიმან გერემეევი - რუსეთის ფედერაციის საბჭოში ჩეჩნეთის წარმომადგენელია, ხოლო ადამ დელიმხანოვი - კი რუსეთის სათათბირო საბჭოს წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






