იზა ორჯონიკიძე 2008 წელს: "პუტინი ქართველი ხალხის ჯალათია"
საზოგადოება - 17:15, 12 Mar, 2013     1258


"არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს. იქ ყველა ერთნაირად აზროვნებს. რუსეთს ინტელიგენცია რომ აღარ ჰყავს, ეს უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია. რაც რუსეთის ხელისუფლებამ თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელება გადაწყვიტა და ამაზე ხმა არავინ ამოიღო, მას შემდეგ ამ ქვეყანაში ინტელიგენცია უბრალოდ არ არსებობს.

 

როგორ შეიძლება ქვეყანაში საღად მოაზროვნე ხალხი ცხოვრობდეს და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ აიმაღლოს? მით უფრო ისეთ უსამართლობაზე, რასაც ახლა რუსეთი საქართველოში სჩადის. თუმცა, რას უნდა ველოდოთ, როცა რუსეთის ინტელიგენცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წინა ომების დროსაც ჩუმად იყო. თბილისში როცა ჩამოდიან, საკადრის საყვედურსა და სათქმელს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე. სად არიან ახლა საქართველოზე სიგიჟემდე შეყვარებული რუსი პოეტები და მწერლები?

 

რატომ ახლა არავინ გამოთქვამს პროტესტს? პირადად მე ახლა სურვილი არ გამაჩნია, ვინმეს დავუკავშირდე მოსკოვში და არც თავად შეგვხმიანებია ვინმე. რუსების მიერ ორდენებით დაჯილდოებული ქართველი მსახიობების ადგილას კი, იმ ორდენებს უკან დავუბრუნებდი სატანას - პუტინს.

 

პუტინი ქართველი ხალხის ჯალათია და მის სინდისზეა ის სისხლი, რომელიც ახლა ცხინვალის მიდამოებში იღვრება. ეს არის სასტიკი პოლიტიკა, მაგრამ ამ პოლიტიკას გამარჯვება არ უწერია.

 

დადგება დრო, როცა რუსეთი იქნება იმ საზღვრებში, ივანე კალიტას დროს რომ იყო. რუსეთი დაიშლება შემადგენელ ნაწილებად".

 

იზა ორჯონიკიძე, 2008 წელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42