"ძაღლი სწრაფად დაბრუნდა, მამას ტბისკენ ექაჩებოდა... " - ოჯახის კოშმარად ქცეული პიკნიკი
ეს საინტერესოა - 15:05, 13 Oct, 2015     31599
სმიტების ოჯახის ერთი ჩვეულებრივი უიქენდი საშინელ კოშმარად გადაიქცა. მაშინ, როდესაც მთელი ოჯახი ბუნებაში ისვენებდა, 3 წლის ლექსი და ლივი მშობლებს გაეპარნენ. ტბის სანაპიროზე თამაშისას, კი მოულოდნელად ალექსი წყალში ჩავარდა. როგორც ლივი იხსენებს, ბიჭუნას გადასარჩენად მათი ძაღლი ლილა მაშინათვე წყალში ჩახტა, თუმცა ალექსის ნაპირზე გამოყვანა ვერ შეძლო.

„ლილას ალექსის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ მისი წყლიდან ამოყვანა ვერ მოახერხა. ამიტომ სწრაფად დაბრუნდა ნაპირზე და მამასკენ გაიქცა“ - იხსენებს პატარა გოგონა.

ძაღლი ბავშვების მამას შარვალზე ექაჩებოდა და ტბისკენ მიანიშნებდა.

„არ ვიცი როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს თავს საშინელება ხდებოდა და ლილას გავყევი. რომ არა ის, არც კი ვიცი რა მოხდებოდა“ - იხსენებს ბავშვების მამა.

მაშინ, როდესაც მამა ტბასთან მივიდა, ალექსს უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. ბიჭი ბრისბანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვი კომაში იყო.

„ექიმებს არ სჯეროდათ, რომ ჩვენს შვილს სახლში ცოცხალს წავიყვანდით. მას ტვინის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა“ - აცხადებენ მშობლები.

თუმცა, 48 საათის შემდეგ სასწაული მოხდა: ბიჭუნამ დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო და კომიდან გამოვიდა.

„ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ რომ არა ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, დღეს ჩვენი ბიჭუნა არ გვეყოლებოდა. მთელი ცხოვრება ლილას მადლიერები ვიქნებით“ - განაცხადა ალექსის დედამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42