რომელ წლებში დაბადებულები აღწევენ იოლად წარმატებებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში
ეს საინტერესოა - 14:53, 13 Oct, 2015     64351
ჩვენი ხასიათი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, დაბადების მომენტზე, წელზე, საათზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე და ასე შემდეგ. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელია, მაინც მეუღლეთა დაბადების წელია.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან როგორც ძლიერი პიროვნებები, ქალები კი – კეთილშობილები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებული მამაკაცები, უცნაურები არიან, ხოლო – ქალები დამოუკიდებლები. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული მამაკაცები სიმშვიდით, ხოლო ქალები – პრაგმატულობით გამოირჩევიან. ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ენერგიულობით, ქალები კი – მეომრული სულისკვეთებით ხასიათდებიან.
ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები ძალიან მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. ხშირად სიყვარულში პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს იძლევიან, თავად კი საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ. არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ მათ. ამ წლებში დაბადებულებს ცოტა უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ბუნებით მშვიდნი საკუთარ მიზნებს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ახორციელებენ. თუმცა, ხშირად, გარშემო მყოფების თვალში უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლი არ არის. თუმცა, უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ოჯახურ ცხოვრებასა თუ რჩეულთან ურთიერთობაზე. არიან რომანტიკულები, ამოუცნობები და ოპტიმისტები. ცდილობენ, თავიანთ სასიკეთოდ „გადააკეთონ” საყვარელი ადამიანები და ეს გამოსდით კიდეც! ხშირ შემთხვევაში, ამ წლებში დაბადებული ადამიანების სასიყვარულო გზა, იმედგაცრუებითაა სავსე.
ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულებისთვის დამახასიათებელია სიმკაცრე და ხშირი კონფლიქტები. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. შეუძლიათ, თავი ნებისმიერ სფეროში გამოიჩინონ. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან სასიყვარულო კავშირის დამყარება. ისინი საკუთარ რჩეულს ყოველთვის აღმერთებენ, სანაცვლოდ კი, დიდ სითბოსა და ერთგულებას იღებენ. ცხოვრებაში გამუდმებით ძიებაში არიან.
კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები იდუმალი სილამაზითა და შარმით გამოირჩევიან. არ შეუძლიათ, დიდი ხნით იწვოდნენ სიყვარულით. თუმცა, საყვარელ ადამიანს ამას არ აჩვენებენ. პირად ცხოვრებასა და საქმეში წარმატების მისაღწევად ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების, ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანების აზრს. აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები. ამის ხარჯზე კი, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს.


წყარო: "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42