ანკარაში მომხდარ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის პრესსპიკერმა განუცხადა. თუმცა, გამოძების ინტერესებიდან გამომდიდანარე დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
პრალელურად, თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ორგანიზატორად რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მოიაზრებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, მიმდინარეობს დნმ-ის ანალიზი, რომლის შედეგებიც გამოძებას თვითმკლველი ტერორისტების ვინაობის დადგენაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქში ორი აფეთქება 10 ოქტომბერს მოხდა და ოფიცილიალური ვერსიით 97 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, თურქული მედიის ინფორმაციით მსხვერპლი გაცილებით დიდია და ის 128-ს შეადგენს.
ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.
შემთვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
პარალელურად, ქვეყნაში აქციები გრძელდება - მთავრობის მოწინააღმდეგეები სტამბოლის გარეუბანში გამოვიდნენ და ტრაგედიაში ერდოღანის მთავრობა დაადანაშაულეს. ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მეორე დღეა საპროტესტო აქციები და შეტაკებები არ წყდება.
მასალის გამოყენების პირობები






