გიორგი აბაშიშვილი: ,,რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა მივუდგეთ“
პოზიცია - 16:10, 12 Mar, 2013     807

 

_ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება წმინდა ეკონომიკური პროექტია, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან ეკონომიკური პროექტის განხორციელება პოლიტიკის გარეშე?


_ძალიან მიჭირს რუსეთის განხილვა მისი რეალური სახის ანუ იმპერიული ზრახვების გარეშე, ეს ეხება ეკონომიკასაც, პოლიტიკასაც, კულტურასაც და ა.შ. ამიტომ, ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა მივუდგეთ და არ უნდა შევქმნათ ზედმეტი ეიფორია ამ მიმართულებით. რუსული ეკონომიკა რომ პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, ამას მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ გადაწყვიტა რუსეთმა საქართველთან მეტ-ნაკლებად ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, ანუ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნუთუ ვინმე უშლიდა მანამდე ონიშენკოს საქართველოს მხროდან ამ გადაწყვეტილების მიღებას? ხშირად საუბარია ასევე იმ ობიექტებზე, რომლებსაც რუსები საქართველოში ფლობენ და მათი დიდი ნაწილი სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში შეიძინეს. ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების მხრიდანაც ეს უფრო პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური გადაწყვეტილება იყო. წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ თუ რუსეთს ეკონომიკას გაუხსნიდა ამით გარკვეულ პოლიტიკურ სარგებელს (უფრო მეტს, ვიდრე ეკონომიკურს) მიიღებდა. წინა ხელისუფლების შემთხვევაში განწყობები 2008 წელმა შეცვალა.


_რამდენად სარგებლიანია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რუსეთის ბაზარი ისე, რომ სხვა ყველა შესაძლო ალტერნატიული ბაზარი ჩაანაცვლოს?


_ეკონომიკური კუთხით რუსეთთან იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ვაჭრობა მხოლოდ დადებითია. ბუნებრივია თუ საქართველოს მიეცება საშუალება მისი პროდუქციის რეალიზაციისათვის ახალი ბაზარი გამოიყენოს, რატომაც არა. თუმცა, ამავე დროს ვფიქრობ საჭირო იქნება დიდი დრო შედეგისთვის, ვინაიდან რამდენადაც წარმატებულად არ უნდა იყოს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან მყისიერი ეფექტი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ვერ ექნება. თუმცა, გრძელვადიანი ეფექტი ნამდვილად იქნება.


_რამდენად სანდო და სტაბილურია ეს ბაზარი?


_საქმეც სწორედ იმაშია, რომ რუსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოსთვის სტაბილური პარტნიორი არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. შეიარაღებულ აგრესიამდე ყველას უნდა ახსოვდეს რუსეთმა ეკონომიკური აგრესია განახორციელა საქართველოს წინაამღდეგ, აკრძალა ყველა ქართული პროდუქტის შეტანა რუსულ ბაზარზე. ყველამ კარგად იცის, რომ ქართული პროდუქციის აკრძალვის მოტივი იყო არა ხარისხი, არამედ პოლიტიკა, რადგან ფაქტია, რომ რუსულ ბაზარზე ის ქართული პროდუქტებიც ვერ ხვდებოდა, რომლებიც მაგალითად ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამიტომ სად არის გარანტია იმისა, რომ რუსეთი კვლავ არ მიიღებს რაიმე პოლიტიკური უთანხმოების ფონზე ქართული პროდუქციის აკრძალვის გადაწყვეტილებას? ალბათ ნაკლებად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მოერიდება, რადგან რუსეთი არასოდეს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უწევს სათანადო ანგარიშს.



_რუსული ემბარგოს ფონზე, წინა ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად მოიძია ალტერნატიული ბაზარი. ეს გამოცდილება არსებობს და ალბათ გასათვალისწინებელიცაა იგივე ახალი ხელისუფლების პირობებში.


_როდესაც საუბარია, რომ რუსული ემბარგო გარკვეულწილად იყო კარგი, ეს მართალია. რუსულმა ემბარგომ მინიმუმ ორი რამ ასწავლა ქართველ მეწარმეებს, რომ დამღუპველია ბიზნესისათვის ასი პროცენტით ერთ მომხმარებელზე აქცენტირება და საჭიროა უკეთესი ხარისხი პროდუქციის უკეთ რეალიზებისათვის. ყველა კომპანიამ, რომელმაც ეს ორი რამ გაითვალისწინა, ასე თუ ისე, წარმატებით შეძლო დამკვიდრება სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე. ახლა, როდესაც პოტენციურად არის საშუალება რუსულ ბაზარზე დავბრუნდეთ, ეს ორი ნასწავლი გაკვეთილი არ უნდა დავივიწყოთ, თორემ არასტაბილური სავაჭრო პარტნიორიდან გამომდინარე, შესაძლოა, წარსულის გამოცდილება მომავალშიც გავიზიაროთ.

_რაც შეეხება ინვესტიციებს, რა იმედისმომცემი გარემოა შექმნილი ამ თვალსაზრისით?


_ამ პერიოდისათვის არსებულ ვითარებას ინვესტიციების კუთხით ვერ ვუწოდებთ დამაიმედებელს, თუმცა მგონია, რომ სიტუაციის ნორმალიზება შესაძლებელია. ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემი აზრით, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არ არის პოლიტიკური სტაბილური გარემო ქვეყანაში, რაც ბუნებრივია ინვესტორს აფერხებს. გაურკვეველი გარემო ინვესტიციებსა და ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

_ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო ტარიფების დაწევა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. არა ერთი მოსაზრება მოგვისმენია, რომ ტარიფების დაწევა შეუძლებელი იყო, თუმცა, ფაქტია, ეს განხორციელდა...


_ერთი რამ არის ფაქტი: ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ფასებისა და ტარიფების შემცირების თემაზე მინიმუმ მცდარი ინფორმაცია ჰქონდათ. თუმცა, ვხედავთ, რომ მცდელობას არ აკლებენ, მაგრამ ის, რისი შემცირებაც წარმოუდგენელია ვერ შემცირდება. ელ.ენერგიის და ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირებას მხოლოდ მივესალმები, თუმცა მაინტერესებს სწორედ ის მოდელი, რის ხარჯზე მოხერხდა ტარიფის შემცირება? ხომ არ იყო ეს საინვესტიციო პროექტების ხარჯზე? თუ არა, მაშინ ყველაფერი ნათელია და მისაღებია. წინა ხელისუფლების პრობლემა იყო კითხვებზე არ ეპასუხა, ამიტომ მაქვს ახლა მოლოდინი ახალი ხელისუფლებისაგან, რომ უპასუხო კითხვები არ იარსებებს, თუმცა ტარიფების შემთხვევაში ჯერ არ ჩანს პასუხი რამოდენიმე კითხვაზე.


რაც შეეხება საწვავს, აქ საერთოდ ძალიან საინტერესო სიტუაციაა და პასუხი მარტივია: ან საწვავის ბაზარია ყოველთვის იყო და არის კონკურენტული და შესაბამისად, ფასიც კონკურენტული იყო და არის, ან ორივე ხელისუფლება ოლიგოპოლიების საქმიანობას ხელს აფარებდა და აფარებს. მე კონკურენტული ბაზრის იდეას ვემხრებო, თუმცა მეტი გამჭირვალეობა უკეთესი იქნებოდა.


თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება დადებითისკენ იცვლება, მნიშვნელოვანია პრემიერის შეხვედრა ბიზნესმენებთან, მნიშვნელოვანია ეფექტური ბიზნეს ომბუდსმენი, მნიშვნელოვანი დავების განხილვის საბჭოს გააქტიურება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

 



ჟანა ასანიძე
,,ნიუპოსტი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42