ეკონომიკისა და საერთაშორისო საქმეების პროფესორი პრინსტონის უნივერსისტეტში ასწავლის, მანამდე კი ლექციებს კემბრიჯისა და ბრისტოლის უნივერსიტეტებში კითხულობდა.
ნობელის კომიტეტმა უკვე დაასახელა ლაურეატები მშვიდობის, ლიტერატურის, ფიზიკის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ სატოში ომურეს და ჩინელ ტუ იუიუს მიენიჭათ.
ლაურეატებს პრემია პარაზიტული დაავადებების, მათ შორის მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნისთვის გადაეცემათ. ფიზიკის დარგში კი იაპონელ და კანადელ მეცნიერებს გადაეცათ. ტაკააკი კაძიტა და არტურ მაკდონალდი ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის დააჯიდოვეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ნაწილაკებს მასა გააჩნიათ. ლიტერატურის დარგში პრემია ბელორუს მწერალსა და ჟურნალისტ, სვეტლანა ალექსიევიჩს მიენიჭა.მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი გახდა. ნობელის კომიტეტმა არჩევანი 273 კანდიდატს შორის გააკეთა.
პირველ ათეულში იყვნენ ანგელა მერკელი და რომის პაპი, თუმცა პრესტიჟული ჯილდო ტუნისელებს ერგოთ. მათ პრემია 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ტუნისის დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის მიანიჭეს.
შვედეთის აკადემიის განცხადების თანახმად, ალექსიევიჩი ლაურეატი პოლიფონიური პროზისთვის გახდა.სვეტლანა ალექსიევიჩი რიგით მე-14 ქალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






