Liberation: „ოდესაში მძვინვარებს ტორნადო, სახელად სააკაშვილი“
მსოფლიო - 16:01, 11 Oct, 2015     8574
ფრანგულ „Liberation“-ში გამოქვეყნდა ელენ დესპიკ-პოპოვიჩის სტატია სათაურით „ოდესაში მძვინვარებს ტორნადო, სახელად სააკაშვილი“, რომელიც ოდესის გუბერნატორის მოღვაწეობას ეხება.

პუტინის მოსისხლე მტერი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე ასი დღეა, რაც ოდესის გუბერნატორია, არნახული ენერგიით ცდილობს რეგიონში კორუფციის ამოძირკვას, - წერს ავტორი სტატიის შესავალში.

„ოდესაში, უდიდეს უკრაინულ შავიზღვისპირა პორტში, უძრავი ქონების სფეროსა და საბაჟოზე კორუფცია მეფობს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოდესის გუბერნატორის პოსტზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა (ისინი ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ კიევში), მისგან სრული მანდატი მიიღო, რათა ეს მდგომარეობა დაასრულოს.

ასი დღის გასვლის შემდეგ იგი იძულებულია აღიაროს, რომ „ადგილობრივი სასწაული“ არ მოხდება, თუ არ განხორციელდება რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ არ გადანაწილდა უფლებამოსილებები ხელისუფლების ყველა დონეზე. სწორედ ამ მიზნით, „გუბერნატორი-ტორნადოს“ მიერ თბილისდან, კიევიდან და მოსკოვიდან მოწვეულმა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა უმაღლეს რადას წარუდგინა „ოდესის რეფორმების პაკეტი“, ერთგვარი ლიბერალური დერეგულაციების კრედო, რომელიც თან ახლავს „შრომის კოდექსის“, ოფიციალური დოკუმენტებისგაცემისა და სხვა რეფორმებს,“ - წერს ავტორი.

ელენე დესპიკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანაში სააკაშვილი „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით პასუხისგებაშია მიცემული (რასაც იგი უარყოფს), კორუფციასთან ბრძოლის სფერო 47 წლის ექს-პრეზიდენტის მიღწევები შთამბეჭდავია. საქართველოში ახლა ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციაა (კვლევების თანახმად, იმაზე ნაკლები, ვიდრე ფინეთში, თუმცა გაცილებით არაკორუმპირებული, ვიდრე გერმანიაში ან საფრანგეთში).

ოდესის ონლაინ ჟურნალის „სამხრეთის კურიერის“ რედაქტორი სტატიის ავტორთან საუბარში აცხადებს, რომ „ოდესის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სააკაშვილმა დაიბარა 700 ადამიანი - ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები და მათგან მიიღო სრული ინფორმაცია რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ და მათი აზრი, პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. თუმცა, საქმე წინ არ წავიდა. სააკაშვილი არ არის ოდესის მერი, რომელმაც მეწარმეთა ჯგუფ BTP-ს წარმომადგენლებს უფლება მისცა ოდესის ისტორიულ შენობებზე სართულების უკანონო დაშენება დაესრულებინათ“.

რედაქტორის განცხადებით, ქალაქის ამჟამინდელ მერს გენადი ტრუხანოვს, მიუხედავად მისი კორუმპირებულობისა, კვლავ აირჩევენ ამ თანამდებობაზე.

„ჩვენი ჟურნალი არ არის გუბერნატორის მხარდამჭერთა წრეში, ჩვენ ვაკრიტიკებთ მას შეცდომებისა და თუნდაც იმის გამო, რომ მის გარემოცვაში ბევრია არაადგილობრივი კადრი. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ მის წარმატებებსაც - მაგალითად, იმ გადაწყვეტილებას, რომ ოდესის პლიაჟები ახლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც გახსნილია,“ - აცხადებს ონლაინ ჟურნალის რედაქტორი.

„როგორც კი ახალმა გუბერნატორმა თანამდებობა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ენერგიული მოქმედებები დაიწყო, რითაც მისი ოპონენტების იმედები გააცრუა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მისი „მუშაობა“ კამერების წინ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებით შემოიფარგლებოდა. ხალხი ხედავდა, რომ იგი ჩვეულებრივი მგზავრივით სამარშუტო ტაქსით დადიოდა, რათა დაეწყო გზების სარემონტო კამპანია. უამრავი კამერის თანდასწრებით მან დაანგრია ბეტონის კედლები, პლიაჟების ირგვლივ, რომლებიც ადგილობრივმა ოლიგარქებმა ააშენეს. მისი მეთოდებს მიესალმა ახალგაზრდობა - „მაიდანის თაობა“, ისინი ვისაც ყველაფრის ერთბაშად შეცვლა სურს, სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მოეწონა, რომ კითხვის ქვეშ დადგა ხელისუფალთა და ბიზნესმენთა „ხელშეუხებელი“ გარიგებები, რომლებიც არ ითვალისწინებდა ცვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებს,“ - ნათქვამია „Liberation“-ის სტატიაში.

ჩვეულებრივ ოდესელებს მოსწონთ, რომ ავტოფარეხის ყიდვა ან მცირე საწარმოს გახსნა უკვე ერთ დღეშია შესაძლებელი.

ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე თუ ვისაუბრებთ, მოსახლეობას ურჩევნია, რომ ერთ დღეში მიიღონ ჩინოვნიკისაგან უარი, ვიდრე დაუსრულებლად იარონ ერთი კაბინეტიდან მეორეში.

იდეალი, რომელიც მას (სააკაშვილს - „ნიუპოსტი“) სურს დანერგოს არის ერთი ადმინისტრაციული შენობა, სადაც მოქალაქეს შეუძლია ერთ დღეში დაარეგისტრიროს ავტომობილი, აიღოს დაბადების მოწმობა, ან გადაიხადოს გადასახადები - „შუშის სახლის“ ერთგვარი ასლი, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს თბილისის ცენტრში აშენდა, 2004-2013 წლებში.

სააკაშვილმა უკვე მოხსნა ოლქის ადმინისტრაციის 26 ხელმძღვანელი და გაანთავისუფლა 500 კორუმპირებული ჩინოვნიკი. მისი ერთერთი მთავარი მიზანია, სისტემური ინფორმატიზაციისა და ადგილზე შესამოწმებელი ტვირთების ჩამონათვალის შემცირებით, უკრაინაში გაამარტივოს საბაჟო პროცედურები - ქვეყნის კორუფციის მთავარი წყარო. უკრაინამ გადაწყვიტა, რომ ძირეული სახელმწიფოებრივი რეფორმა პოლიციის სფეროში ქართული მოდელის მიხედვით განახორციელოს. ეკა ზღულაძე საქართველოს შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე ზამთრის შემდეგ მუშაობს უკრაინის პოლიციაში. კიევში მისი ხელმძღვანელობით უკვე შეიქმნა საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, რომელთა მიზანიც ქალაქის ქუჩების პატრულირება და გზებზე სიტუაციის კონტროლია. ახალ პოლიციაში, რომელიც სამწუხაროდ ძველი მილიციის პარალელურად მოქმედებს. 35 წლამდე ახალგაზრდები დასაქმდნენ. ოდესაში საპატრულო პოლიციაში 800 ახალგაზრდა მუშაობს, რომელსაც 33 წლის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური ბოგდან ფედუნი ხელმძღვანელობს.

„ადრე მოქალქაეებმა არ იცოდნენ ვისთვის მიემართათ, მათ „პონტოში პილატესთან“ აგზავნიდნენ. ახლა ისინი 102-ს კრეფენ ტელეფონით და იციან, რომ მათ გულდასმით მოუსმენენ. არც ჩვენ გვაწუხებს ფიქრი იმაზე, ცაგვისხამენ თუ არა საწვავს ავტომობილებში და მოგვცემენ თუ არა ხელფასს თვის ბოლოს, მას შემდეგ რაც ჩვენი საპატრულო პოლიცია შეიქმნა, არ შემოსულა არცერთი საჩივარი იმაზე, რომ ჩვენმა თანამშრომელმა ქრთამი აიღო,“ -აცხადებს ბოგდან ფედუნი.

ოდესის გუბერნატორი ოდესის ოლქის ფარგლებს გარეთაც იხედება. მისი აზრით, უკრაინის საზოგადოების მტავარი პრობლემა სუსტი სახელმწიფოა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანა 18 თვეა რაც ფაქტობრივ ომშია „ჩრდილოელ მეზობელთან“, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკა საერთო ნაციონალური პროდუქტის 47%-ს შეადგენს.

„სახელმწიფო სამსახური ღირსეულად არ ფინანსდება და არ ითვლება საზოგადოებაში ღირსეულ პროფესიად, აცხადებს გუბერნატორი - იყო ქვეყნის გაყოფის რისკიც. როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, ასევე ადგილობრივ ოლიგარქებს სურთ, რომ სახელმწიფო იყოს სუსტი. ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ ყავთ „ჯიბის მოსამართლეები“ და სასამართლოები და მცირე არმიებიც კი, რომლებიც შესაძლოა ერთ დღესაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისათვისაც იქნას გამოყენებული“.

ზემოთ მოყვანილი რისკი რეალურია - გაზაფხულზე უკრაინის პრეზიდენტს მოუწია დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის იგორ კოლომოისკის გადადგომა მოეთხოვა - დამპყობელთან პატრიოტული ბრძოლის წარმოების საფარქვეშ მდიდარმა ბანკირმა საკუთარი ბატალიონები შექმნა, რომელსაც პირადად აფინანსებდა. თუმცა მან შეცდომა დაუშვა, გაბედა და ერთერთი ბატალიონი საწარმოზე კონტროლისთვის გამოიყენა, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა. ანალოგიური იყო ისტორია კოლომოისკის ერთერთი ვასალის, იგორ პალიცასთან დაკავშირებით, რომელიც ოდესას „მართავდა“ - იგი იძულებული გახდა პოსტი სააკაშვილისთვის დაეთმო, რამაც პოროშენკოს საშუალება მისცა ტრადიციულად რუსულენოვან რეგიონში, სადაც მაც ცოტა მხარდამჭერები ჰყავდა, ძირფესვიანად მოეკიდებინა ფეხი. პალიცამ თავისი თანამდებობა 2014 წლის 2 მაისს განვითარებული მოვლენების დროს მიიღო, როდესაც პრორუსულად და პროუკრაინულად განწყობილ ადგილობრივი ფეხბურთის ფანატებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანზარი, რასაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქი მხუთავმა კვამლმა მოიცვა. ქალაქი მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გარემოცული იყო ბლოკ-პოსტებითა და სანგრებით, რომლებიც მოხალისეების მიერ კონტროლდებოდა. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ესეც დასრულდა - „ქალაქში შესასვლელები მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ უნდა კონტროლდებოდეს,“ - განაცხადა მან, - ქალაქის განვითარებისათვის, ტურისტებისა და ინვესტორების მოსაზიდად, აუცილებელია ხალხმა იგრძნოს, რომ ქალაქი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს.“

მიუხედავად იმისა, რომ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა სააკაშვილს მტრულად შეხვდა, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ისინი მის მიმართ უფრო კეთილგანწობით არიან განმსჭვალული.

სააკაშვილი კვლავ რჩება პუტინის მთავარ მტრად, რომელიმაც 2008 წელს საქართველოში ომიც კი წამოიწყო, რათა საქართველოს პრეზიდენტი გადაეყენებინა. მისკოვში მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა დაცინვითა და ქილიკით მიიღეს. ხოლო ამ გამორჩეული ქართველი ლიდერის გვერდით სოციალურ საკითხებში მრჩევლად მარია გაიდარის - ელცინის ეპოქის რუსეთის „შოკური თერაპიის“ იდეოლოგისა და განმხორციელებლის ეგორ გაიდარის ქალიშვილის გამოჩენამ რუსეთის ხელისუფლება ჯეროვნად გააღიზიანა. 32 წლის ქალბატონი, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პროტეჟეა, მან საზოგადოება შოკში ჩააგდო იმ ფაქტით, რომ უკრაინის მ,ოქალაქეობა მიიღო, რათა ეს თანამდებობა მოეპოვებინა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსულ ნპრესაში ისმის მოსაზრებები, რომ სააკაშვილს სურს ოდესა გამოიყენოს საქართველოში დასაბრუნებელ ტრამპლინად გამოიყენოს. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ჭორები უსაფუძვლოა: „ მე თუ საქართველოში დავბრუნდები, არ არის გამორიცხული, რომ პუტინი კვლავ ომს გააჩაღებს. დასაწყისისთვის აუცილებელია, რომ მთელ რეგიონში სიტუაცია შეიცვალოს, ხოლო ამისთვის უკრაინის წარმატებაა აუცილებელი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42