განქორწინების წინ ცოლის უკანასკნელმა თხოვნამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა - ტრაგიკული ისტორია
ეს საინტერესოა - 23:17, 10 Oct, 2015     22083
ისტორია, რომლის შესახებაც გვსურს, დღეს მოგითხროთ, ინტერნეტის მომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარული გახდა.

„სახლში ვახშმად დავბრუნდი და ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ მართალია მიმძიმდა, მაგრამ მისთვის რაღაც უნდა მეთქვა. მან არაფერი მიპასუხა და ვახშმობა გააგრძელა. მის თვალებში, მაშინ, პირველად არ შემიმჩნევია ტკივილი…

თუმცა, დაწყებული საუბარი განვაგრძე და ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა. მას არც წყენა გამოხატვია სახეზე და არც გაკვირვება, უბრალოდ, ჩუმად მკითხა, „რატომ?“ მე არ ვუპასუხე და ამან ის გააბრაზა. ჩემი მეუღლეს ისტერიკა დაემართა, საგნებს მესროდა და მიყვიროდა, რომ არაკაცი ვარ.

იმ საღამოს მეტი აღარ გვისაუბრია. ოთახში დასაძინებლად გავედი და მესმოდა, ჩემი ცოლი როგორ ტიროდა. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი მისთვის მიზეზების ახსნას. რა მეთქვა, რომ აღარ მიყვარდა?! რომ ჩემი გული ახლა, სხვა ქალს ეკუთვნოდა?!

მეორე დილით, ხელი განქორწინების საბუთებს მოვაწერე. ცოლს დავუტოვე სახლი, მანქანა და ჩემი კომპანიის 30%. მაგრამ მან დოკუმენტები დახია და მითხრა, რომ ჩემგან არაფერი სჭირდებოდა. მისმა ასეთმა რეაქციამ და ისტერიკამ უფრო გამიძლიერა განქორწინების სურვილი. მე მასში ვეღარ ვხედავდი ქალს, რომელიც ერთ დროს, მიყვარდა და ვაღმერთებდი.

იმ საღამოს, გვიან დავბრუნდი და მალევე დავიძინე. ჩემი ცოლი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა, ღამით, რომ გამომეღვიძა, ის ისევ წერდა, ყურადღება არ მიმიქცევია.

დილით, ჩემმა უკვე ყოფილმა ცოლმა მითხრა, რომ განქორწინების პირობები შეადგინა. ის ითხოვდა, რომ თბილი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მანამ, სანამ ჩვენი ვაჟი გამოცდებს არ ჩააბარებდა. გამოცდები ერთ თვეში იწყებოდა და მე ამ პირობებს დავთანხმდი. მეორე სურვილი კი, ჩემთვის, ცოტათი სულელური იყო, მას სურდა, რომ მთელი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, საძინებელი ოთახიდან, ხელში აყვანილი გამეყვანა ვერანდაზე, იმის მოსაგონებლად, როგორც ეს ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს გავაკეთე. კამათი არ დამიწყია, რადგან ეს ჩემთვის მაინც არაფერს ნიშნავდა. როდესაც ეს ჩემს ახალ სიყვარულს მოვუყევი, მან სარკასტულად გაიცინა და მითრა, რომ ეს ჩემი ცოლის მხრიდან მანიპულაციას ჰგავდა, რადგან ამ გზით მას სურდა, სახლში დავებრუნებინე. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, რადგან ვიცოდი, ეს არასოდეს მოხდებოდა.

როდესაც პირველ დღეს, ასე მოვიქეცი, ჩემი ცოლი ხელში აყვანილი გამოვიყვანე საძინებლიდან, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, რადგან ერთმანეთთან ინტიმური კავშირი დიდი ხანია, აღარ გვქონდა და საბოლოოდ, უცნობებად ჩამოვყალიბდით. ჩვენმა ბიჭმა კი, სიხარულით დაიწყო აქეთ-იქით სირბილი და ყვირილი: “მამიკო დედიკოს ხელით ატარებს!“ „მას არაფერი უთხრა…“-ჩამჩურჩულა ჩემმა ცოლმა. მე ის დავსვი და სამსახურში წავედი.

მეორე დღეს, ყველაფერი უფრო ბუნებრივად მოხდა. მან თავი მხარზე დამადო და მისი სურნელი ვიგრძენი. შევამჩნიე ჩემი ცოლის პატარა ნაოჭები და ოდნავ ჭაღარა თმა, მან ამდენი შესწირა ჩვენს ქორწინებას, მე რა გავაკეთე?

მეოთხე დღეს, ჩვენ შორის პატარა ნაპერწკალი წარმოიშვა.

მომავალი ორი დღის განმავლობაში, ნაპერწკალი ღვივდებოდა. ამის შესახებ, ჩემი მეგობარი ქალისთვის არაფერი მითქვამს.

ბოლო დღეს, როდესაც ჩემი მეუღლე ხელში აყვანილი უნდა გამომეყვანა საძინებლიდან, ის ტანსაცმელს იცვლიდა და შევამჩნიე, რომ ძალიან გამხდარიყო. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ოთახში ჩვენი ბიჭი შემოვიდა და იკითხა, როდის გაიყვანდა მამიკო დედიკოს ხელში აყვანილს? ეს ჩვენი ოჯახის ჩვეულებად იქცა. ჩემი ცოლი ხელში ავიყვანე და კართან, ზუსტად ის ვიგრძენი, რაც ქორწინების პირველ დღეს. ის ნაზად მომეხვია კისერზე, როგორც მაშინ. ყველაფერი იდეალურად იყო, ერთადერთი მხოლოდ მისი წონა მაღელვებდა, რადგან ის მართლაც ზედმეტად გამხდარიყო.

სამსახურში მისვლისთანავე, ჩემს მეგობარ ქალს ვუთხარი, რომ განქორწინება გადავიფიქრე. რომ ჩვენს ქორწინებას რთული პერიოდი იმიტომ კი არ დაუდგა, რომ ერთმანეთის სიყვარული შევწყვიტეთ, არამედ, იმიტომ, რომ ერთმანეთზე აღარ ვზრუნავდით.

მან სილა გამაწნა და ტირილით წავიდა. მაშინვე სახლში მომინდა წასვლა, იქამდე კი, მაღაზიაში შევიარე, ულამაზესი თაიგული ვიყიდე და წარწერა გავაკეთებინე: „ბედნიერი ვარ იმით, რომ სიკვდილამდე ხელით მინდა გატარო.“

სახლში გაღიმებული შევვარდი და ოთახში ჩემი ცოლი დავინახე, რომელიც ლოგინზე იწვა. ის გარდაცვლილიყო…

როგორც გაირკვა, ჩემი ბრძენი და კეთილი ცოლი, სიმსივნეს ებრძოდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს და ვერც შევამჩნიე, რადგან სხვა ქალით ვიყავი მოხიბლული. ეს ტრადიცია კი იმიტომ დაამკვიდრა, რომ ჩვენი შვილის თვალში მე ქმრის ეტალონად ვქცეულიყავი.

არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, ურთიერთობაში ხართ თუ არა, ნებისმიერი პატარა წვრილმანი თქვენს სიყვარულს გააძლიერებს. ურთიერთობაში, მხოლოდ შეყვარებული კი არა, მეგობარი და საუკეთესო პარტნიორიც უნდა იყო. ცხოვრებაში, მხოლოდ ამას მიაქციეთ ყურადღება.

წყარო:news.links.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42