ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
რამდენიმე საათის წინ, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „დოგანი“ იტყობინება. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებენ სხვა სააგენტოები, თუმცა მათი ცნობით, მსხვერპლი დიდია. არიან დაშავებულებიც.
მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.
შემთვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ტერაქტი თვითმკვლევმა ტერორისტმა მოაწყო.
მასალის გამოყენების პირობები






