ქენეში, სტამბულში, საკუთარ ოფისში დააპატიმრეს. დაკავების ოპერაცია თურქული ტელევიზების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ქენეშს, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებებით, პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ-მინსტრ აჰმედ დავითოღლუს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
თავად რედაქტორი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მან სიტყვის თავისუფლების უფლებით ისარგებლა, რათა ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამოეხატა. ბიულენტ ქენეშს ანალოგიური ბრალდებით 21-თვიანი პირობითი პატიმრობა ივნისშიც მიუსაჯეს.
თურქეთში, ერდოღანის მოწინააღმდეგე მედია-საშუალებების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. გასულ თვეს, გაზეთ „ბუგუნ“-ის ჟურნალისტი და მწერალი გულთექინ ავჯი, მის მიერ გამოქვეყნებული 7 საგაზეთო სტატიის გამო, „გადატრიალების მოწყობის“, „ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და მისი მართვის“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტების ჰასან ჯემალი და აჰმეთ ალთანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ყველაზე დიდი „მტერი“, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი ძლიერი მედია ჯგუფის, Koza Ipek Holding-ის სათაო ოფისი , ასევე ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია. რედაქციისა დარბევას წინ ერდოღანის „სელფით“ გამოქვეყნებული სტატია უძღვოდა. ჟურნალის უკანასკნელ ნომრის გარეკანზე, პრეზიდენტი ერდოღანია გამოსახული, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების შედეგად ტერორისტების მიერ დაცხრილული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიაზე სელფის იღებს. ჩაფანის განცხადებით, ეს ფოტომონტაჟია, რომლის ინსპირაციის წყარო 2013 წელს ერაყის ომთან დაკავშირებით გავრცელებული ტონი ბლერის ფოტომონტაჟი გახდა. ამავდროულად, თურქეთის საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგ Dogan Media Holding-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ჰოლდინგი ტერორიზმის პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი.
მასალის გამოყენების პირობები






