ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე დ. დააკავეს. ნარკოდანაშაულისთვის ასევე დაკავებულები არიან გიორგი ქ., ირაკლი ლ. და ოთარ გ. ძიებით გაირკვა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნარკორეალიზატორ ალექსანდრე დ-სგან შეიძინეს.თბილისსა და ბორჯომში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ალექსანდრე დ-ს ბინიდან ოთარ გ-სგან ნარკოტიკის შესაძენად გადაცემული ფულიც ამოიღეს.ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ოთხივე დაკავებული, დაკავების მომენტში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.გამოძიება ალექსანდრე დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილით, ოთარ გ–ს მიმართ 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






