ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი გახდა
მსოფლიო - 13:59, 09 Oct, 2015     951

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი გახდა. ნობელის კომიტეტმა არჩევანი 273 კანდიდატს შორის გააკეთა.

პირველ ათეულში იყვნენ ანგელა მერკელი და რომის პაპი, თუმცა პრესტიჟული ჯილდო ტუნისელებს ერგოთ. მათ პრემია 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ტუნისის დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის მიანიჭეს.

ეროვნული დიალოგის კვარტეტი 2013 წელს ჩამოყალიბდა და 4 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

ნობელის კომიტეტმა უკვე დაასახელა ლაურეატები ლიტერატურის, ფიზიკის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ სატოში ომურეს და ჩინელ ტუ იუიუს მიენიჭათ.

ლაურეატებს პრემია პარაზიტული დაავადებების, მათ შორის მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნისთვის გადაეცემათ. ფიზიკის დარგში კი იაპონელ და კანადელ მეცნიერებს გადაეცათ. ტაკააკი კაძიტა და არტურ მაკდონალდი ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის დააჯიდოვეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ნაწილაკებს მასა გააჩნიათ. ლიტერატურის დარგში პრემია ბელორუს მწერალსა და ჟურნალისტ, სვეტლანა ალექსიევიჩს მიენიჭა.

შვედეთის აკადემიის განცხადების თანახმად, ალექსიევიჩი ლაურეატი პოლიფონიური პროზისთვის გახდა.
სვეტლანა ალექსიევიჩი რიგით მე-14 ქალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია აიღო.

გამარჯვებულებს ნობელის კომიტეტი 10 დეკემბერს დააჯილდოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42