სირიის მიმართულებით კასპიის ზღვიდან დამიზნებული რუსული რაკეტები შეცდომით ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების დაზვერვა ავრცელებს.
სავარაუდოდ, ირანის ტერიტორიაზე 4 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს რუსეთის თავდაცვის უწყება.
„სიენენისგან“ განსხვავებით, ჩვენ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით არ ვსაუბრობთ და ჩვენი რაკეტების მიმართულებებსაც უახლოეს დროში წარგიდგენთ. ნებისმიერი პროფესიონალი დაგიდასტურებთ, რომ ოპერაციის განხორციელებისას, ყოველთვის ფიქსირდება სამიზნე და დარტყმის შედეგი. როგორი არასასიამოვნოც უნდა იყოს ეს პენტაგონისთვის, გუშინდელი იერიშების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები განადგურდა“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
პარალელურად, რუსეთი ავიაიერიშებს სირიის ტერიტორიაზე ისევ განაგრძობს. უწყების ცნობით, ამჯერად ავიაციამ სამიზნეები ჰამას პროვინციაში გაანადგურა.
მასალის გამოყენების პირობები






