ბორჯღალოსნები საქართველოში დაბრუნდნენ
სპორტი - 10:25, 09 Oct, 2015     2680
9 ოქტომბერს, თბილისში დაბრუნდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. ც-ჯგუფში მესამე ადგილს და შესაბამისად მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში დაკარგავს თუ ტონგა ახალ ზელანდიას დაამარცხებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია.

მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.

მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან მატჩი 10:43 წააგო. 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა. ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე დარჩება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სხვა ქვეყნების რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან საქმიან შეხვედრებს გამართავს. სამშობლოში დაბრუნდებიან ნაკრების სხვა მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და გუნდის სხვა წევრები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42