„95-გვერდიანი კრიტიკული კვლევა ამტკიცებს, რომ მთავრობის „სამართლიანობის და განვითარების“ პარტია ჩაერია „უსარგებლო“ სასამართლოების, ვებგვერდების ცენზურაში, თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაში, ჩაახშო კორუფციის წინააღმდეგ გამოძიებები და დაკავებულებს ღირსებისშემლახავ პირობებში ამყოფებს“ - ნათქვამია სტატიაში.
კვლევის ავტორები - ყოფილი მთავარი მოსამართლე - ლორდ ვულფი, კონსერვატიული პარტიის დეპუტატი და ყოფილი იურისტი - სერ ედვარდ გარნიერი გენერალი, კანონის უზენაესობის ბინგჰემიდ ცენტრის პროფესორი - სერ ჯეფრი ჯოველი და იურისტი სარა პალინი არიან.
კვლევა, აშშ-ში დაფუძნებული ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ იყო დაფინანსებული, რომლის საპატიო თავმჯდომარე ერდოღანის მტრად გამოცხადებული ფეთჰულაჰ გიულენია. გიულენი, ერდოღანთან დაპირისპირების გამო, იძულებული გახდა ამერიკაში გადახვეწილიყო. გასულ წელს კი თურქეთის სასამართლომ მისი დაკავების ბრძანება გასცა.
მოხსენების თანახმად, ყურადსაღებია გიულენის „ჰიზმეთ“ (Hizmet) მოძრაობა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიმდევრები განიცდიან სისტემატურ დევნას, რის შედეგადაც საჯარო პოზიციები დაატოვებინეს 40,000 თანამშრომელს, რამაც მასობრივი დაპატიმრებები და მთელი რიგი დაკავებები გამოიწვია.
"ჩვენ გავაანალიზეთ 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული თურქეთის მთავრობისა და მისი აგენტების ქმედებები, მას შემდეგ, რაც ერთხმად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა რეფორმის პროცესის მკვეთრ ცვლილებას, რომლის შესახებაც 2005 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები" - აცხადებენ ექსპერტები.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი თურქული დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის და კანონის უზენაესობის კუთხით".
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობის მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებით მნიშვნელოვნად დაარღვია ადამიანის უფლებები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი ქმედებით გამართლდებოდა თურქეთში შესაფერისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ არსებობის შემთხვევაშიც კი"- აღნიშნავენ ექსპერტები.
ექსპერტთა მოსაზრებით, "ჰიზმეთის" მხარდაჭერი ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების, პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების დაკავება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს,
ხმაურიან დაპატიმრებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჰიდაეთ ქარაჯა, სამანიოლუ მედია ჯგუფის (Samanyolu Media Group) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ტერორისტული ორგანიზაციის დაარსების "საეჭვო ბრალდებით" დააპატიმრეს.
ქარაჯას, ექრემ დუმანლის - გაზეთ Zaman -ის მთავარი რედაქტორს, სხვა გაზეთის ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სატელევიზიო დრამის სცენარისტებს ბრალად ედებათ ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ შეთქმულება.
მოსხენების თანახმად, 2013 წლის დეკემბერში ერდოღანის საახლობლო წრეში კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო, დაახლოებით 40,000 პოლიციის თანამშრომლი, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები და პროკურორები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ფაქტი კი დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს.
გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს გადასცა დოკუმენტაცია, რომელიც 101 ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენდა.
ალპ ასლანდოღანი, ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის სპიკერი "გარდიანთან" აცხადებს, რომ სასამართლო და მედია უკვე მთავრობის მიერ არის დამორჩლებული. გიულენის მოძრაობა უკვე შერჩეულია, როგორც „განტევების ვაცი“, რათა ხელისუფლებამ თავისი ავტორიტარული ქმედებები გაამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები






